"რუსეთის შემდეგი პრეზიდენტი უნდა იყოს იგივე, ან ისეთივე, როგორიც ვლადიმერ პუტინი" - პესკოვი

"რუსეთის შემდეგი პრეზიდენტი უნდა იყოს იგივე, ან ისეთივე, როგორიც ვლადიმერ პუტინი" - პესკოვი
ll

რუ­სე­თის შემ­დე­გი პრე­ზი­დენ­ტი ისე­თი­ვე უნდა იყოს, რო­გო­რიც ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კერ­მა, დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და.

სტუ­დენ­ტურ სა­ინ­ფორ­მა­ციო არხთან MGIMO 360-თან ინ­ტერ­ვი­უს დროს პეს­კოვს ჰკი­თხეს, რო­გო­რი უნდა იყოს პრე­ზი­დენ­ტი პუ­ტი­ნის ეპო­ქის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.

"იგი­ვე, ან სხვა, მაგ­რამ ისე­თი­ვე“, -უპა­სუ­ხა პეს­კოვ­მა.

ამას­თან, მისი თქმით, იმე­დი აქვს, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს 2024 წლის არ­ჩევ­ნებ­ში და გა­ი­მარ­ჯვებს.

"პუ­ტინს ჯერ არ გა­ნუ­ცხა­დე­ბია, აპი­რებს თუ არა კენ­ჭისყრას. მაგ­რამ გულ­წრფე­ლად მინ­და მჯე­რო­დეს, რომ ის გა­ა­კე­თებს ამას. ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, რომ ის მო­ი­გებს არ­ჩევ­ნებს, ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, რომ ის კვლა­ვაც ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი იქ­ნე­ბა და შემ­დეგ ვნა­ხოთ“, - აღ­ნიშ­ნა პეს­კოვ­მა.