ვინ არის 20 წლის, ქართული წარმოშობის გოგონა, რომელიც 58 წლის რუს ჟურნალისტს მე-5 ცოლად გაჰყვა, ახალ წელს კი დაჭრილი რუსი ჯარისკაცები მოინახულა

ვინ არის 20 წლის, ქართული წარმოშობის გოგონა, რომელიც 58 წლის რუს ჟურნალისტს მე-5 ცოლად გაჰყვა, ახალ წელს კი დაჭრილი რუსი ჯარისკაცები მოინახულა

რუ­სულ­მა მე­დი­ამ გა­სუ­ლი წლის სკან­და­ლუ­რი ქორ­წი­ნე­ბე­ბი შე­ა­ჯა­მა. სტა­ტი­ა­ში ჩვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა ერ­თმა წყვილ­მა მი­იქ­ცია - 58 წლის ცნო­ბილ­მა რუს­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა ალექ­სან­დრ გორ­დონ­მა მეხუ­თე ცო­ლად, 20 წლის სო­ფია კა­ლან­და­ძე მო­იყ­ვა­ნა. ქორ­წი­ლი 2022 წლის მა­ის­ში შედ­გა. წყვილ­მა 2018 წელს გა­იც­ნო ერ­თმა­ნე­თი, მე­დია ვა­რა­უ­დობს, რომ მათი ურ­თი­ერ­თო­ბის გამო და­ინ­გრა გორ­დო­ნის მე­ო­თხე ოჯა­ხი ნო­ზა­ნინ აბ­დულ­ვა­სი­ე­ვა­თან, რო­მე­ლიც 30 წლი­საც არ იყო და ქალ­მა ჟურ­ნა­ლისტს ორი ვაჟი გა­უ­ჩი­ნა.

რუ­სულ­მა მე­დი­ამ გა­სუ­ლი წლის სკან­და­ლუ­რი ქორ­წი­ნე­ბე­ბი შე­ა­ჯა­მა. სტა­ტი­ა­ში ჩვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა ერ­თმა წყვილ­მა მი­იქ­ცია - 58 წლის ცნო­ბილ­მა რუს­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა ალექ­სან­დრ გორ­დონ­მა მეხუ­თე ცო­ლად, 20 წლის სო­ფია კა­ლან­და­ძე მო­იყ­ვა­ნა. ქორ­წი­ლი 2022 წლის მა­ის­ში შედ­გა. წყვილ­მა 2018 წელს გა­იც­ნო ერ­თმა­ნე­თი, მე­დია ვა­რა­უ­დობს, რომ მათი ურ­თი­ერ­თო­ბის გამო და­ინ­გრა გორ­დო­ნის მე­ო­თხე ოჯა­ხი ნო­ზა­ნინ აბ­დულ­ვა­სი­ე­ვა­თან, რო­მე­ლიც 30 წლი­საც არ იყო და ქალ­მა ჟურ­ნა­ლისტს ორი ვაჟი გა­უ­ჩი­ნა.



"ჩვენ თა­ვა­დაც შოკ­ში ვი­ყა­ვით, მაგ­რამ სიყ­ვა­რუ­ლი ასაკს არ ემორ­ჩი­ლე­ბა. ოჯა­ხის ზო­გი­ერ­თი წევ­რი დიდ­ხანს ვერ შე­ე­გუა ამ ამ­ბავს, მაგ­რამ ახლა, მად­ლო­ბა ღმერ­თს, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის. რაც მთა­ვა­რია, სო­ფია ბედ­ნი­ე­რია. და თუ ეს მის ცხოვ­რე­ბას ბედ­ნი­ე­რე­ბას მა­ტებს, მა­შინ ჩვენ ყვე­ლა­ნი მომ­ხრე­ნი ვართ!" - გა­ნა­ცხა­და პა­ტარ­ძლის უფ­როს­მა დამ მე­დი­ას­თან.



  • ვინ არის ალექ­სან­დრე გორ­დო­ნი

ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ობ­ნინ­სკში და­ი­ბა­და, მაგ­რამ 4 წლის ასაკ­ში დე­დას­თან ერ­თად დე­და­ქა­ლაქ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, სა­დაც მა­მი­ნაც­ვალ­მა გა­ზარ­და. თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ პირ­ველ მე­უღ­ლეს­თან და შვილ­თან ერ­თად შტა­ტებ­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც მალე ად­გი­ლობ­რი­ვი რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ის წამ­ყვა­ნი გახ­და. 1997 წელს სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და. ერთ წე­ლი­წად­ში პო­ლი­ტი­კით და­ინ­ტე­რეს­და და სა­კუ­თა­რი პარ­ტია შექ­მნა, მა­შინ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტო­ბა­ზე კენ­ჭისყრა­საც გეგ­მავ­და, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­და­ი­ფიქ­რა და "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცი­ნიზ­მის პარ­ტია“ უც­ნობ ადა­მი­ან­ზე გა­ყი­და...



2001 წელს მისი პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მა "გორ­დო­ნი" NTV-ზე გა­მოჩ­ნდა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი კი­ნო­სა და თე­ატ­რში, რო­გორც რე­ჟი­სორ­მა სცა­და ბედი და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლად... ალექ­სან­დრე გორ­დო­ნი იქცა ლე­გენ­დად რუ­სუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის­თვის. გა­მო­კი­თხვე­ბის მი­ხედ­ვით ის დღემ­დე, ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად ტე­ლე­ვი­ზი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი წამ­ყვა­ნია.

  • ალექ­სან­დრე გორ­დო­ნის 5 ცოლი

ჟურ­ნა­ლის­ტის პირ­ვე­ლი ცოლი მა­რია ვერ­დნი­კო­ვა (გორ­დო­ნი) გახ­ლდათ, რო­მე­ლიც მოს­კოვ­ში სწავ­ლი­სას გა­იც­ნო. ამ ქორ­წი­ნე­ბი­დან გორ­დონს ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი ანა ჰყავს. ბავ­შვი 1 წლის იყო, რო­დე­საც ცოლ-ქმა­რი სა­ცხოვ­რებ­ლად შტა­ტებ­ში წა­ვი­და, მაგ­რამ უცხო­ეთ­ში მათი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა და­ინ­გრა. მა­რია ვერ­დნი­კო­ვა სა­მუ­და­მოდ დარ­ჩა შტა­ტებ­ში და ის დღეს პო­ლი­ტი­კუ­რი დამ­კვირ­ვე­ბე­ლია, რო­მე­ლიც თა­ნამ­შრომ­ლობს რუ­სუ­ლე­ნო­ვან მე­დი­ას­თან და წერს ის­ტო­რი­ულ რო­მა­ნებს.



ალექ­სან­დრემ და ნა­ნამ ერ­თმა­ნე­თი ამე­რი­კა­ში ცხოვ­რე­ბი­სას გა­იც­ნეს. ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ნანა კიკ­ნა­ძე ქმარს და­შო­რე­ბუ­ლი იყო და შვილ­თან, ნი­კას­თან ერ­თად ნიუ-იორკში ცხოვ­რობ­და. ალექ­სან­დრეს ის თავ­და­ვი­წყე­ბით შე­უყ­ვარ­და. წყვი­ლი ერ­თად აკე­თებ­და სა­კულ­ტო გა­და­ცე­მას "ნიუ-იორ­კი, ნიუ-იორ­კი...“ ისი­ნი შვი­დი წელი იყ­ვნენ ერ­თად და მათ ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბას, სკან­და­ლე­ბი­თა და მშფოთ­ვა­რე შე­რი­გე­ბე­ბით, მე­დია მშვიდს ვერ უწო­დებ­და. მი­უ­ხე­და­ვად დიდი ხნის ერ­თობ­ლი­ვი ცხოვ­რე­ბი­სა, ნა­ნამ და ალექ­სან­დრემ ურ­თი­ერ­თო­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ გა­ა­ფორ­მეს.


რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ალექ­სან­დრე შემ­თხვე­ვით შეხ­ვდა კა­ტია პოდ­ლიპ­ჩუკს, რო­მე­ლიც მას­ზე თექ­ვსმე­ტი წლით უმ­ცრო­სი იყო. გო­გო­ნა მალე მისი ცოლი გახ­და. მა­შინ ალექ­სან­დრე ოც­და­თექ­ვსმე­ტი წლის იყო, ეკა­ტე­რი­ნე კი - ოცის. ექ­ვსი წლის შემ­დეგ ეს ქორ­წი­ნე­ბაც და­ი­შა­ლა.


გორ­დო­ნი შემ­დეგ ცოლს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მუ­შა­ო­ბი­სას შეხ­ვდა, ნინა ტრი­გო­რი­ნა მხო­ლოდ თვრა­მე­ტი წლის იყო. 2011 წლის ზამ­თარ­ში წყვილ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად იქორ­წი­ნა. ორი წლის შემ­დეგ ოჯა­ხი და­ინ­გრა მას შემ­დეგ, რაც ნი­ნამ გა­ი­გო, რომ ქმა­რი კრას­ნო­და­რელ ჟურ­ნა­ლისტ ელე­ნა ფაშ­კო­ვას­თან ღა­ლა­ტობ­და. ფაშ­კო­ვამ გორ­დი­ნის­გან შვი­ლი გა­ა­ჩი­ნა, მაგ­რამ მათ არ უქორ­წი­ნი­ათ.


მო­რი­გი გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, ალექ­სან­დრე გორ­დო­ნის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა - ის შეხ­ვდა 26 წლის ნო­ზა­ნინ აბ­ლდულ­ნა­სი­ე­ვას, რო­მე­ლიც მალე მისი მე­ო­თხე, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცოლი გახ­და. გო­გო­ნა მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს­თან შეხ­ვედ­რის დროს ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტი იყო. ნო­ზა­ნი­ნი­სა და ალექ­სან­დრეს ქორ­წი­ლი 2014 წელს შედ­გა და მა­ლე­ვე წყვილს ორი შვი­ლი შე­ე­ძი­ნა, მაგ­რამ მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათი ქორ­წი­ნე­ბა სო­ფია კა­ლან­და­ძემ და­ან­გრია.


  • ვინ არის სო­ფია კა­ლან­და­ძე

გო­გო­ნა 2001 წლის 13 აგ­ვის­ტოს, მოს­კოვ­ში და­ი­ბა­და. ჰყავს მამა ვიქ­ტორ კა­ლან­და­ძე, დედა ოლგა, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი რუსი პი­ა­ნის­ტის, ბო­რის ბე­რე­ზოვ­სკის დაა და სამი უფ­რო­სი და.


2020 წელს კა­ლან­და­ძემ და­ამ­თავ­რა გნე­სი­ნის კო­ლე­ჯი. ქალი რუ­სე­თის დიდი თე­ატ­რის ორ­კესტრში არ­ფა­ზე უკ­რავს. სო­ფია მრა­ვა­ლი პრეს­ტი­ჟუ­ლი რუ­სუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სის ლა­უ­რე­ა­ტია. მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ცოტა რამ არის ცნო­ბი­ლი, ვიდ­რე მის ცხოვ­რე­ბა­ში ალექ­სან­დრე გორ­დო­ნი გა­მოჩ­ნდე­ბო­და.


  • კა­ლან­და­ძე რუს ჯა­რის­კა­ცებ­თან

სო­ფია კა­ლან­და­ძის ქარ­თუ­ლი ფეს­ვე­ბის შე­სა­ხებ, რუ­სულ მე­დი­ა­ში არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. ის გორ­დო­ნის ცო­ლე­ბის სი­ა­ში კიკ­ნა­ძის მერე, მე­ო­რე ქარ­თველ მე­უღ­ლედ არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი. რო­გორც მისი "ინ­სტაგ­რამ­გვერ­დი­დან" გა­ვარ­კვი­ეთ, პუ­ტი­ნის აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რია და წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ უკ­რა­ი­ნას­თან ომში დაჭ­რი­ლი რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლა. სო­ფია კა­ლან­და­ძე "ინ­სტაგ­რამ­ზე" წერს:


"ჩვენ­მა ორ­კესტრმა შე­აგ­რო­ვა სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რე­ბი დაჭ­რი­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის და ოფიც­რე­ბის­თვის. რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი შე­ფუ­თუ­ლი იყო, მერე სა­ჩუქ­რე­ბით დატ­ვირ­თეს ავ­ტო­ბუ­სი და წა­ვე­დით მოს­კო­ვის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში, სა­დაც კონ­ცერ­ტე­ბი გავ­მარ­თეთ და სა­ჩუქ­რე­ბი და­ვა­რი­გეთ. ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რად იყო, აუ­დი­ტო­რია ყველ­გან სა­ო­ცა­რად დაგ­ვხვდა, ყვე­ლა გა­ერ­თო, სცე­ნა­ზეც და დარ­ბაზ­შიც!

კონ­ცერ­ტის შემ­დეგ ჩვე­ნი ორ­კესტრის წევ­რებ­მა ყვე­ლა პა­ლა­ტა მო­ი­ა­რეს. ყვე­ლას მი­უ­ლო­ცეს და მალე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა უსურ­ვეს.

რა თქმა უნდა, ეს არის ყვე­ლა­ზე მცი­რე, რაც შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­კე­თოთ ჩვე­ნი ბი­ჭე­ბის­თვის! რა უნდა ვთქვა… სა­ო­ცა­რი მცვე­ლე­ბი გვყავს! სუ­ლით ძლი­ე­რი, სა­ი­მე­დო, კე­თი­ლი და მხი­ა­რუ­ლი! მათ­თან ერ­თად რუ­სე­თი და­უ­მარ­ცხე­ბე­ლია!“

გთხოვთ გააზიაროთ სტატია