"გურამ ელიზბარაშვილმა ყაზახეთის მოქალაქის მიმართულებით ერთ-ერთი გასროლის შედეგად, გაუფრთხილებლობით თავად მიიყენა მუხლის არეში ჭრილობა" - პროკურატურა

"გურამ ელიზბარაშვილმა ყაზახეთის მოქალაქის მიმართულებით ერთ-ერთი გასროლის შედეგად, გაუფრთხილებლობით თავად მიიყენა მუხლის არეში ჭრილობა" - პროკურატურა
ll

პრო­კუ­რა­ტუ­რამ გუ­რამ ელიზ­ბა­რაშ­ვილს, რო­მე­ლიც ყა­ზა­ხე­თის მო­ქა­ლა­ქის დაჭ­რის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს, ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ერთ-ერთი გას­რო­ლის შე­დე­გად, გუ­რამ ელიზ­ბა­რაშ­ვილ­მა გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით თა­ვად მი­ი­ყე­ნა მუხ­ლის არე­ში გამ­ჭო­ლი ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბა.

„სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვის და ტა­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე, ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ქ. თბი­ლი­ში,14 ნო­ემ­ბერს, და­ახ­ლო­ე­ბით 08:50 სა­ათ­ზე, მას შემ­დეგ, რაც ყა­ზა­ხე­თის მო­ქა­ლა­ქემ ს.მ.-მ შვი­ლი სა­ბავ­შვო ბაღ­ში და­ტო­ვა, ნინო ჟვა­ნი­ას ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მას­სა და ბრალ­დე­ბულ გ.ე.-ს შო­რის კონ­ფლიქ­ტი მოხ­და. კერ­ძოდ, ყა­ზა­ხე­თის მო­ქა­ლა­ქემ ბრალ­დე­ბულს ძაღ­ლის ბაგა-ბა­ღის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სე­ირ­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ნიშ­ვნა მის­ცა, რაც კონ­ფლიქ­ტში გა­და­ი­ზარ­და. წარ­მო­შო­ბი­ლი კონ­ფლიქ­ტის დროს, წარ­სულ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის ნა­სა­მარ­თლევ­მა გ.ე.-მ, თან­ნა­ქო­ნი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ს.მ.-ს მი­მარ­თუ­ლე­ბით რამ­დენ­ჯერ­მე გა­ის­რო­ლა, რის შე­დე­გა­დაც და­ზა­რა­ლე­ბულს ორი­ვე ფე­ხის არე­ში მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. ამავდრო­უ­ლად, გ.ე.-მ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ერთ-ერთი გას­რო­ლის შე­დე­გად, გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით თა­ვად მი­ი­ყე­ნა მუხ­ლის არე­ში გამ­ჭო­ლი ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გ.ე. შემ­თხვე­ვი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ღე­ბუ­ლია ბრალ­დე­ბუ­ლის მე­უღ­ლის დე­დის სახ­ლი­დან. გ.ე.-ს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „რ“ ქვე­პუნ­ქტით (ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი იმის მიერ, ვი­საც ადრე ჩა­დე­ნი­ლი ჰქონ­და ამ კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბა) და 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა და ტა­რე­ბა) წა­რედ­გი­ნა.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე, სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა“, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.