კიდევ ერთი დაპირისპირება პარლამენტში: ამჯერად რატი ბრეგაძესა და ბოკუჩავა-წითლიძეს შორის- "სირცხვილია, ქალი რომ ესეთ სიტყვებს კადრულობთ. დაგიორგანიზებთ ზრდილობის გაკვეთილებს"

კიდევ ერთი დაპირისპირება პარლამენტში: ამჯერად რატი ბრეგაძესა და ბოკუჩავა-წითლიძეს შორის- "სირცხვილია, ქალი რომ ესეთ სიტყვებს კადრულობთ. დაგიორგანიზებთ ზრდილობის გაკვეთილებს"
ll
კიდევ ერთი დაპირისპირება პარლამენტში: ამჯერად რატი ბრეგაძესა და ბოკუჩავა-წითლიძეს შორის-  "სირცხვილია, ქალი რომ ესეთ სიტყვებს კადრულობთ. დაგიორგანიზებთ ზრდილობის გაკვეთილებს"

პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში მო­რი­გი სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის, რატი ბრე­გა­ძის იმ გან­ცხა­დე­ბას მოჰ­ყვა, რო­მელ­შიც ის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას აღ­წერ­და.

მისი თქმით, პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლებ­ში სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და წა­მე­ბას.

მი­ნის­ტრის ამ გან­ცხა­დე­ბას სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბის შე­ძა­ხი­ლე­ბი მოჰ­ყვა.

"თქვენ ღე­ლავთ და იმი­ტომ ღე­ლავთ, რომ რთუ­ლია ამ მემ­კვიდ­რე­ო­ბის ჩა­მო­რე­ცხვა, რაც თქვენ გაქვთ. არა­ვის­თვის მი­მი­ყე­ნე­ბია შე­უ­რა­ცხყო­ფა, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი არ ყო­ფი­ლა არ­ცერ­თი სი­ტყვა. ძა­ლი­ან გთხოვთ, ნუ შე­იყ­ვანთ ხალ­ხს შეც­დო­მა­ში. ერთი სი­ტყვა არ ყო­ფი­ლა შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი, თქვე­ნი იყო ქალ­ბა­ტო­ნო ანი, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბი. უბ­რა­ლოდ, თქვენ ყო­ველ­თვის სარ­გებ­ლობთ ერთი რა­მით, რომ თქვე­ნი ხმა დარ­ბა­ზი­დან არ ის­მის, თუმ­ცა აქ მე­დი­აც არის, გა­ი­გებ­და თქვენს ეპი­თე­ტებს. ეს თქვენ­ზე მე­ტყვე­ლებს. მე არ მა­ნაღ­ვლებს, თქვენ ვის­ზე რა შე­ფა­სე­ბას გა­ა­კე­თებთ“,- აღ­ნიშ­ნა რატი ბრე­გა­ძემ.

დე­პუ­ტა­ტებ­სა და მი­ნისტრს სიმ­შვი­დის­კენ მო­უ­წო­და პარ­ლა­მენ­ტიც ვიცე-სპი­კერ­მა გია ვოლ­სკიმ, რო­მელ­საც შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის ნაც­ვლად მიჰ­ყავს პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მა.

"შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე ნუ გა­დახ­ვალთ. გი­ნე­ბა არ გეშ­ლე­ბათ, რა ამ­ბა­ვია, ოთხი ადა­მი­ა­ნი გად­გათ თავ­ზე, ქალ­ბა­ტო­ნო ანი. ყვე­ლას გაქვთ საკ­მაო გა­მოს­ვლის დრო. რაც არ უნდა მწვა­ვე იყოს შე­ფა­სე­ბე­ბი ტრი­ბუ­ნი­დან, იგი­ვე მწვა­ვე შე­ფა­სე­ბე­ბი თქვენც თქვენს დროს შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­კე­თოთ“, - მი­მარ­თა ვოლ­სკიმ ანა წით­ლი­ძეს.

"ქალ­ბა­ტო­ნო თინა, მე თქვენ­თვის ერთი შე­უ­რა­ცხყო­ფაც არ მო­მი­ყე­ნე­ბია და ვის­მენთ მხო­ლოდ და მხო­ლოდ თქვენს უზ­რდე­ლო­ბას. სირ­ცხვი­ლია, რომ ქალი ასეთ სი­ტყვებს კად­რუ­ლობთ - და­გი­ორ­გა­ნი­ზებთ იუს­ტი­ცი­ის სას­წავ­ლო ცენ­ტრში ზრდი­ლო­ბის გაკ­ვე­თი­ლებს", - ასე კი რატი ბრე­გა­ძემ ფრაქ­ცია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რეს, თინა ბო­კუ­ჩა­ვას მი­მარ­თა.

მი­სი­ვე თქმით, ცუ­დია, რომ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად სა­უ­ბარს ვერ მი­ეჩ­ვივ­ნენ და უზ­რდე­ლურ ეპი­თე­ტებს იყე­ნე­ბენ.

"ამ­დე­ნი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვა ასე რო­გორ მო­ა­ხერ­ხეთ?! მე თქვენ­თვის ერთი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვაც არ მით­ქვამს, თუმ­ცა თქვენ ახლა ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში, რა თქმა უნდა, თავი გა­მო­ი­ჩი­ნეთ ისევ და ისევ ამ შე­უ­რა­ცხყო­ფე­ბით. პრე­მი­ერ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც გქონ­დათ გარ­კვე­უ­ლი კი­თხვა და ყვე­ლას მი­მართ შე­უ­რა­ცხყო­ფას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც გე­ტყვით პირ­და­პირ - ნამ­დვი­ლად ამა­ყი ვარ, რომ ვარ იმ გუნდში, რო­მელ­მაც, ქალ­ბა­ტო­ნო თინა, და­ას­რუ­ლა ის სა­მარ­ცხვი­ნო პრაქ­ტი­კა, რაც თქვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჰქონ­და. ასე­ვე ამა­ყი ვარ, რომ ვარ იმ პო­ლი­ტი­კურ გუნდში, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია მოხ­და. ასე­ვე, ამა­ყი ვარ, რომ ვარ იმ გუნდში, რო­მელ­მაც მისი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ევ­რო­კო­მი­სი­ამ მი­ი­ღო ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს წი­ნა­შე რე­კო­მენ­და­ცია გა­ე­წია, რომ მი­ი­ღოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი. ამით ნამ­დვი­ლად ამა­ყი ვარ. ვიცი, რომ თქვენ ეს არ გსი­ა­მოვ­ნებთ და მზად ხართ, შე­უ­რა­ცხყოთ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ გზა­ზე ქმე­დით ნა­ბი­ჯებს გა­დად­გამს, თუმ­ცა მე ამით ნამ­დვი­ლად ამა­ყი ვარ.

ქალ­ბა­ტო­ნო თინა, თქვე­ნი გა­მო­ნათ­ქვა­მი ახლა რა­საც ამ­ბობთ, არის უზ­რდე­ლო­ბა, პირ­და­პირ გე­უბ­ნე­ბით და სირ­ცხვი­ლია, რომ ქალი ესეთ სი­ტყვებს კად­რუ­ლობთ. ახლა მე არ შე­მოგ­ყვე­ბით ამა­ში, არ მინ­და შე­მოგ­ყვეთ ამ სა­უ­ბარ­ში, ეს არის უზ­რდე­ლო­ბა. იმე­დია, მე­დია აფიქ­სი­რებს თქვენს გა­მუდ­მე­ბულ შე­ძა­ხი­ლებს - "მონა, მონა“. თქვენ სხვა არა­ფე­რი შე­გიძ­ლი­ათ ქალ­ბა­ტო­ნო თინა, გე­ტყო­ბათ. მე თქვენ­თვის ერთი შე­უ­რა­ცხყო­ფაც არ მო­მი­ყე­ნე­ბია, ვის­მენთ მხო­ლოდ და მხო­ლოდ თქვენს უზ­რდე­ლო­ბას. და­ას­რუ­ლეთ, პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში ნუ სა­უბ­რობთ, ვერ გა­და­ფა­რავთ, მიჩ­ვე­უ­ლი ხართ ნას­წავ­ლი გაქვთ. გა­ჩუმ­დით.

ცუ­დია, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ მი­ეჩ­ვივ­ნენ კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად სა­უ­ბარს და იყე­ნე­ბენ უზ­რდე­ლურ ეპი­თე­ტებს. და­გი­ორ­გა­ნი­ზებთ იუს­ტი­ცი­ის სას­წავ­ლო ცენ­ტრში ზრდი­ლო­ბის გაკ­ვე­თი­ლებს და თქვენ [ხა­ჯიშ­ვილს] გა­ჩუ­ქებთ წამ­ზომს, რათა ტყუ­ი­ლე­ბით არ ისა­უბ­როთ. და­უკ­ვირ­დით სი­ტყვებს, ჩემი მო­წო­დე­ბა იქ­ნე­ბა. ქალ­ბა­ტო­ნო თინა, ძა­ლი­ან მა­გა­რი ხართ, ყო­ჩაღ. სირ­ცხვი­ლია, ელე­მენ­ტა­რუ­ლად ქა­ლის ლექ­სი­კა­ში არ ჯდე­ბა ის სი­ტყვე­ბი, რა­საც სა­უბ­რობთ", - გა­ნა­ცხა­და რატი ბრე­გა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, მა­ნამ­დე, პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე თინა ბო­კუ­ჩა­ვამ მი­ნისტრს ასე მი­მარ­თა:

"თქვენ და თქვე­ნი მთავ­რო­ბის სტან­დარ­ტი­თაც ყვე­ლა­ზე სა­მარ­ცხვი­ნო პრე­მი­ე­რი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს სი­მუ­ლან­ტად მო­იხ­სე­ნი­ებ­დით და ყოვ­ლად ამო­რა­ლურ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებ­დით მისი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ.

ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა სხვა გზავ­ნი­ლის გაჟ­ღე­რე­ბა და­გა­ვა­ლეს და ამა­საც ჩვე­უ­ლი მო­ნუ­რი მორ­ჩი­ლე­ბით ას­რუ­ლებთ. ახლა ირ­წმუ­ნე­ბით, რომ პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია და მისი რუს­თა­ვის ცი­ხე­ში გა­დაყ­ვა­ნით იმუქ­რე­ბით. თქვე­ნი უსაგ­ნო და უგ­ვა­ნო მუ­ქა­რის არა­ვის ეში­ნია, ბა­ტო­ნო რატი, მაგ­რამ ერთ კი­თხვა ნამ­დვი­ლად მაქვს - თუ წარ­სულ­ში ადა­მი­ა­ნი სი­მუ­ლან­ტობ­და და სი­ნამ­დვი­ლე­ში თავს ყო­ველ­თვის გა­და­სა­რე­ვად გრძნობ­და ახლა რა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე გვე­ლა­პა­რა­კე­ბით? ტყუ­ო­დით წარ­სულ­ში და ტყუ­ით ახ­ლაც და ასეთ მა­ტყუ­ა­რად და­გი­მახ­სოვ­რებთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი,“ - გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.