უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 31 წლის ნიკა გელენიძე დაიღუპა - რა დეტალები ხდება ცნობილი?

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 31 წლის ნიკა გელენიძე დაიღუპა - რა დეტალები ხდება ცნობილი?
ll

უკ­რა­ი­ნა­ში კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი და­ი­ღუ­პა. ოჯახ­მა მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ გუ­შინ სა­ღა­მოს შე­ი­ტყო.

მათი თქმით, 31 წლის ნიკა გე­ლე­ნი­ძე უკ­რა­ი­ნა­ში 5 სექ­ტემ­ბერს წა­ვი­და.

ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ბახ­მუტ­თან იბ­რძო­და, სა­დაც და­ბომბვის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა.

ნიკა გე­ლე­ნი­ძე აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლია და ოჯახ­თან ერ­თად ფოთ­ში ცხოვ­რობ­და. ჯერ უც­ნო­ბია, რო­დის მოხ­დე­ბა მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოს­ვე­ნე­ბა.

"წე­სი­ე­რი და პა­ტი­ო­სა­ნი ბიჭი იყო. ჩემს ხელ­ში გა­ი­ზარ­და. არ ვიცი, რა­ტომ წა­ვი­და. გუ­შინ სა­ღა­მოს გა­ვი­გეთ ეს ამ­ბა­ვი. აფეთ­ქე­ბა მოხ­და და იმ დროს და­ი­ღუ­პაო. სხვა დე­ტა­ლე­ბი ჩვენ­თვის უც­ნო­ბია. მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო მისი წას­ვლა უკ­რა­ი­ნა­ში საბ­რძოლ­ვე­ლად. ეს ბიჭი გმი­რი იყო და გმი­რუ­ლად შე­ე­წი­რა რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომს”, - გა­ნა­ცხა­და ნიკა გე­ლე­ნი­ძის ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა.