პუტინის მხარდამჭერი და სტალინის მეხოტბე 24 წლის ამერიკელი - X, როგორც ფეიკის გავრცელების საშუალება: ვინ როგორ გამოიმუშავებს ფულს ისრაელ-ჰამასის თემაზე სპეკულაციებით

პუტინის მხარდამჭერი და სტალინის მეხოტბე 24 წლის ამერიკელი - X, როგორც ფეიკის გავრცელების საშუალება: ვინ როგორ გამოიმუშავებს ფულს ისრაელ-ჰამასის თემაზე სპეკულაციებით
ll

"ჰა­მა­სის" ის­რა­ელ­ზე თავ­დას­ხმის შემ­დეგ, ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის მთა­ვა­რი წყა­რო­ე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის, X-ის (ყო­ფი­ლი "თვი­თე­რი“) მომ­ხა­რე­ბელ­თა ჯგუ­ფი გახ­და, რომ­ლებ­საც რე­გი­ონ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ვი­თა­რი ექ­სპერ­ტუ­ლი ცოდ­ნა არ აქვთ, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნულ პლატ­ფორ­მა­ზე ამ კონ­ფლიქტთან და­კავ­ში­რე­ბით მათ მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი პო­პუ­ლა­რუ­ლია.

ამ "ინფლუ­ენ­სე­რებ­მა" გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის რე­გუ­ლა­რუ­ლი გავ­რცე­ლე­ბის შე­დე­გად, მი­ლი­ო­ნო­ბით გა­მომ­წე­რი და­აგ­რო­ვეს. კონ­ტექ­სტი­დან ამოგ­ლე­ჯი­ლი ყალ­ბი ვი­დე­ო­ე­ბი და ფო­ტო­ე­ბი, ზოგ­ჯერ სა­ერ­თოდ "ჰა­მა­სის" მიერ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­საც კი უარ­ყოფ­და.

დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ინფლუ­ენ­სე­რე­ბის ეს ჯგუ­ფი თა­ვი­სი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს და ფულს X-ის ახა­ლი, ისე­თი ახა­ლი ფუნ­ქცი­ე­ბით გა­მო­ი­მუ­შა­ვებს, რო­გო­რე­ბი­ცაა ფა­სი­ა­ნი გა­მო­წე­რა და სა­რეკ­ლა­მო შე­მო­სა­ვა­ლი.

  • ახალ ინფლუ­ენ­სე­რებ­ში ლი­დე­რობს 24 წლის ამე­რი­კე­ლი, ჯექ­სონ ჰინ­კლი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის სიყ­ვა­რუ­ლით და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ბე­ლა­დის, იო­სებ სტა­ლი­ნის რო­მან­ტი­ზე­ბით.

    "ჰა­მა­სის" ის­რა­ელ­ზე შე­ტე­ვის შემ­დეგ, ჯექ­სონ ჰინ­კლის გა­მომ­წერ­თა რა­ო­დე­ნო­ბა X-ზე 4-ჯერ გა­ი­ზარ­და და ახლა 2 მი­ლი­ონ­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავს. მიმ­დი­ნა­რე კონ­ფლიქ­ტის პე­რი­ოდ­ში მისი გვერ­დის ნახ­ვე­ბი, რეტვი­ტე­ბი, ლა­ი­ქე­ბი და კო­მე­ნა­ტე­რე­ბი ყვე­ლა­ზე მეტი იყო.

    ამ პე­რი­ოდ­ში მან 20-მი­ლი­ონ­ზე მეტი რეტვი­ტი და­აგ­რო­ვა და და­წე­რა ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი პოს­ტე­ბის 75%. ანუ 20 ცნო­ბი­ლი პოს­ტი­დან 15 ჰინ­კლი­საა. მო­ნა­ცე­მე­ბი კომ­პა­ნია Logically-ის აქვს, რო­მე­ლიც ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ალ­გო­რით­მებს დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის ანა­ლიზ­ში იყე­ნებს.

    სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ჰინ­კლის პოს­ტე­ბის ბუ­მის სა­ი­დუმ­ლო მის კონ­ტენ­ტშია. ის ხში­რად აქ­ვეყ­ნებს ყალბ ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლას, რომ­ლე­ბიც ემო­ცი­ებ­ზეა გათ­ვლი­ლი. ის აქ­ვეყ­ნებს მა­სა­ლას, სა­დაც ჩა­ნან დაჭ­რი­ლი, ან და­ღუ­პუ­ლი ბავ­შვე­ბი, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი სახ­ლე­ბი და ასე შემ­დეგ. ეს კი აუ­დი­ტო­რი­ის ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს.

    ამას­თანave, ამე­რი­კელს მიმ­დი­ნა­რე კონ­ფლიქტზე არა­ვი­თა­რი ექ­სპერ­ტუ­ლი ცოდ­ნა არ გა­აჩ­ნია. აქ­ტი­ვის­ტის კა­რი­ე­რა თავ­და­პირ­ვე­ლად ისე და­ი­წყო, რო­გორც ეკო­ლოგ­მა.17 წლის ასაკ­ში Teen Vogue-მ გა­რე­მოს დაც­ვის ახალ­გაზ­რდა ენ­თუ­ზი­ას­ტებ­ში მო­იხ­სე­ნია.

     ოქ­ტომ­ბრამ­დე, ანუ "ჰა­მა­სის" ის­რა­ელ­ზე თავ­დას­ხმამ­დე, ჰინ­კლი პირ­ველ რიგ­ში, ცნო­ბი­ლი იყო კრემ­ლის პრო­პა­გან­დის თე­ზი­სე­ბის გა­მე­ო­რე­ბით: ის "ამ­ხელ­და“ "კი­ევ­ში ნა­ცის­ტებს“ და ყო­ველ­გვა­რი და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი სა­ბუ­თის გა­რე­შე უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და.

    რუ­სულ პრო­პა­გან­და­საც მეტი რა უნ­დო­და?! ჰინ­კლი თა­ვი­ანთ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში სტუმ­რად მი­იწ­ვი­ეს, მათ შო­რის, "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე“ და Russia Today-ის ეთერ­ში, ხოლო სა­ხელ­მწი­ფო "Российская газета“ "ამე­რი­კელ ჟურ­ნა­ლისტს“ უწო­დებს.

    თუმ­ცა "ჰა­მა­სის" თავ­დას­ხმის შემ­დეგ, ჯექ­სონ ჰინ­კლი ამ კონ­ფლიქტზე გა­და­ერ­თო. ყო­ველ დღე აქ­ვეყ­ნებს ათო­ბით პოსტს, სა­დაც ის­რა­ელს "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს­თან“ და "ალ-ქა­ი­დას­თან“ აი­გი­ვებს.

    ჰინ­კლის ზო­გი­ერ­თი პოს­ტი BBC-იმ შე­ის­წავ­ლა და და­ამ­ტკი­ცა, რომ ყალ­ბი იყო. მა­გა­ლი­თად, ვი­დეო, რო­მე­ლიც ჯექ­სონ­მა დადო და ამ­ტკი­ცებ­და, რომ ღა­ზა­ზე ის­რა­ე­ლის ავი­ა­ი­ე­რი­ში იყო აღ­ბეჭ­დი­ლი, აღ­მოჩ­ნდა, რომ რე­ა­ლუ­რად, სი­რი­ა­ში გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი იყო.

    კი­დევ ერთი მა­გა­ლი­თი, ის ლი­ბე­რა­ლურ ებ­რა­ულ გა­ზეთს Haaretz ცი­ტი­რებ­და, სა­დაც თით­ქოს დად­გე­ნი­ლი იყო, რომ "ჰა­მა­სის" შე­ტე­ვას 900 ებ­რა­ე­ლი შე­ე­წი­რა და არა 1200, ხოლო ნა­ხე­ვა­რი იმ 900-დან სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე იყო. თუმ­ცა მსგავ­სი გა­მო­ძი­ე­ბა არ ყო­ფი­ლა და Haaretz-მა ჰინ­კლის პოსტს თავ­ხე­დუ­რი ტყუ­ი­ლი უწო­და. ბი­ჭის "თვით­მა" კი 5-მი­ლი­ონ ნახ­ვა­ზე მეტი და­აგ­რო­ვა და დღემ­დე არ წა­უშ­ლია.

    მე­ტიც, ჰინ­კლი უარ­ყოფს ჰა­მა­სის მიერ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებს. ამ­ტკი­ცებს, რომ ის­რა­ელ­ში გა­მარ­თულ ფეს­ტი­ვალ Supernova-ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და იქ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი არა ბო­ე­ვი­კე­ბის მიერ, არა­მედ ჯვა­რე­დი­ნი ცე­ცხლის გამო და­ი­ღუპ­ნენ. "ჰა­მა­სი არ არის 7 ოქ­ტომ­ბრის სიმ­ხე­ცე­ში დამ­ნა­შა­ვე“, - წერს პოს­ტში.

    BBC-სთან სა­უ­ბარ­ში, ჰინ­კლმა გა­ნა­ცხა­და, რომ ის ამ კონ­ფლიქტზე სი­მარ­თლეს ავ­რცე­ლებს.

    "მე არ ვცდი­ლობ ამით რა­ი­მე სარ­გე­ბე­ლი მი­ვი­ღო. მირ­ჩევ­ნია, სი­მარ­თლით გა­მო­ვი­მუ­შა­ვო, ვიდ­რე ამ პრობ­ლე­მებ­ზე ტყუ­ი­ლე­ბი გა­ვავ­რცე­ლო“, - ამ­ბობს ჰინ­კლი.