ინტერნეტსენსაციად ქცეული "მის ნეპალი", რომელსაც სილამაზის სტანდარტების შეცვლა სურს - "აქ ვარ როგორც პუტკუნა ქალი, რომელიც სტანდარტებს არ მისდევს... მიყვარს საკუთარი თავი"

ინტერნეტსენსაციად ქცეული "მის ნეპალი", რომელსაც სილამაზის სტანდარტების შეცვლა სურს - "აქ ვარ როგორც პუტკუნა ქალი, რომელიც სტანდარტებს არ მისდევს... მიყვარს საკუთარი თავი"
ll

წლე­ვან­დე­ლი "მის ნე­პა­ლი" და ინ­ტერ­ნეტ­სენ­სა­ცია 23 წლის ჯეინ დი­პი­კა გა­რე­ტია. გო­გო­ნას გა­და­წყვე­ტი­ლი აქვს, რომ "მის სამ­ყა­როს" კონ­კურ­სის მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი სი­ლა­მა­ზის სტან­დარ­ტე­ბი შეც­ვა­ლოს და სხვე­უ­ლის პო­ზი­ტი­უ­რო­ბის დამ­ცვე­ლია. ჯე­ინ­მა თა­ვი­სი ბუ­ნებ­რი­ვი სი­ლა­მა­ზით და შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით და­ი­პყრო ჟი­უ­რის და მა­ყუ­რებ­ლე­ბის გუ­ლე­ბი და "მის ნე­პა­ლის" ტი­ტუ­ლიც მო­ი­პო­ვა. ახლა ის "მის სამ­ყა­როს" ტი­ტუ­ლის­თვი­საც იბ­რძო­ლებს.

რო­გორც პუტ­კუ­ნა ქალი, რო­მე­ლიც სი­ლა­მა­ზის გარ­კვე­ულ სტან­დარ­ტებს არ მის­დევს, აქ იმის­თვის ვარ, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი ქალი წარ­მო­ვად­გი­ნო. ვფიქ­რობ, სი­ლა­მა­ზის გა­წე­რი­ლი სტან­დარ­ტი არ არ­სე­ბობს და ყვე­ლა ქალი ბუ­ნებ­რი­ვა­დაა ლა­მა­ზი",- თქვა მან ჟურ­ნალ HOLA!-ს ეს­პა­ნურ გა­მო­ცე­მას­თან.

გა­რე­ტი ინ­ტერ­ვი­უ­ში იმა­საც გა­ნი­ხი­ლავს, რო­გორ ამა­ყობს, რომ თა­ვი­სი კომ­პლექ­სე­ბის დაძ­ლე­ვა შეძ­ლო: "ვფიქ­რობ, წარ­მა­ტე­ბა თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა. ჩემ­თვის ამ სცე­ნა­ზე დგო­მა და ჩემი სი­მარ­თლის თქმა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა მქონ­და, ახლა უკვე მიყ­ვარს სა­კუ­თა­რი თავი და ეს ჩემ­თვის წარ­მა­ტე­ბაა"

ჯეინ დი­პი­კა გა­რე­ტი აშშ-ში და­ი­ბა­და. 2020 წელს მან ბლო­გე­რო­ბა და­ი­წყო. ჯე­ინს მრა­ვალ­მხრი­ვი ინ­ტე­რე­სი აქვს და არა­ერ­თი პრო­ფე­სი­ით უმუ­შა­ვია - ყო­ფი­ლა მედ­და, პე­და­გო­გი და ინფლუ­ენ­სე­რი. გა­რეტს პო­ლი­კის­ტო­ზუ­რი საკ­ვერ­ცხე­ე­ბის სინ­დრო­მი (PCOS) აქვს და ის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის, სხე­უ­ლის პო­ზი­ტი­ვის და ჰორ­მო­ნა­ლუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის დამ­ცვე­ლია.

საკ­ვერ­ცხის პო­ლი­კის­ტო­ზუ­რი სინ­დრო­მი ისე­თი პა­თო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა, რო­დე­საც ქალს ორ­გა­ნიზ­მში მო­მა­ტე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით აღე­ნიშ­ნე­ბა მა­მა­კა­ცის სა­ს­ქე­სო ჰორ­მო­ნი, ან­დრო­გე­ნი. ეს სინ­დრო­მი საკ­მა­ოდ ხში­რია და ქა­ლე­ბის 10%-ს აღე­ნიშ­ნე­ბა. ამ დარ­ღვე­ვის უხ­ში­რეს სიმპტო­მებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა არა­რე­გუ­ლა­რუ­ლი მენსტრუ­ა­ლუ­რი ციკ­ლი, თმის ზრდა ქა­ლის­თვის უჩ­ვე­უ­ლო ად­გი­ლებ­ში, თავ­ზე თმის ცვე­ნა, აკნე, სხვა­დას­ხვა სა­ხის მე­ტა­ბო­ლუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი, წო­ნის მა­ტე­ბა და წო­ნის დაკ­ლე­ბის სირ­თუ­ლე.

ის, რომ ჯე­ი­ნი პლუს ზო­მის მო­დე­ლია, მას ხან ქე­ბის, ხან კი კრი­ტი­კის ობი­ექ­ტად აქ­ცევს. გა­რე­ტი სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სებ­ში ფეს­ვგად­გმუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის გა­მოწ­ვე­ვით სხე­უ­ლის პო­ზი­ტი­უ­რო­ბის მოძ­რა­ო­ბის წამ­ყვა­ნი ფი­გუ­რა ხდე­ბა. გა­რე­ტის გა­ბე­დუ­ლე­ბა ინ­დუსტრი­ა­ში უფრო ინ­კლუ­ზი­უ­რი და მი­სა­ღე­ბი სივ­რცის შექ­მნას უწყობს ხელს.

16 ნო­ემ­ბერს გა­მარ­თულ წი­ნას­წარ შე­ჯიბრში 23 წლის ჯე­ი­ნი ხალ­ხის ფა­ვო­რი­ტებს შო­რის იყო. სცე­ნა­ზე მის­მა გა­მო­ჩე­ნამ ხალ­ხში აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია: "ის ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს ტაშს! რო­გო­რი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ქა­ლია", -წერ­და X-ზე ერთ-ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

პლა­ნე­ტის უდი­დე­სი სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სის დას­კვნი­თი ცე­რე­მო­ნია 18 ნო­ემ­ბერს ელ სალ­ვა­დორ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.