ადრიანა ლიმა ადრე და ახლა - რის გამო შეიცვალა ბრაზილიელი მოდელის გარეგნობა? - პლასტიკური ოპერაციები, თუ მაკიაჟი: მოდელი კრიტიკოსებს პასუხობს (ფოტოები)

ადრიანა ლიმა ადრე და ახლა - რის გამო შეიცვალა ბრაზილიელი მოდელის გარეგნობა? - პლასტიკური ოპერაციები, თუ მაკიაჟი: მოდელი კრიტიკოსებს პასუხობს (ფოტოები)
ll

ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა, Victoria's Secret-ის მო­დე­ლი, ად­რი­ა­ნა ლიმა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში მოჰ­ყვა. მი­ზე­ზი ად­რი­ნას შეც­ვლი­ლი გა­რეგ­ნო­ბაა. ფა­ნე­ბი თვლი­ან, რომ მო­დელ­მა პლას­ტი­კურ ქი­რურ­გი­ას მი­მარ­თა და მისი გა­რეგ­ნო­ბა სწო­რედ ამი­ტომ შე­იც­ვა­ლა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ად­რი­ა­ნას აკ­რი­ტი­კებს და ამ­ბობს, რომ ულა­მა­ზეს სუ­პერ­მო­დელს, ხე­ლოვ­ნუ­რი ჩა­რე­ვა არ სჭირ­დე­ბო­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ინ­ფორ­მა­ცია პლას­ტი­კურ ოპე­რა­ცი­ებ­ზე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის და მხო­ლოდ გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის მო­საზ­რე­ბაა, რომ მო­დელ­მა ოპე­რა­ცი­ე­ბი ჩა­ი­ტა­რა.

42 წლის ლი­მამ ნე­გა­ტი­უ­რი კო­მენ­ტა­რე­ბის ავ­ტო­რებს უპა­სუ­ხა, რომ მისი გა­რეგ­ნო­ბის ცვლი­ლე­ბის მი­ზე­ზი "ოჯა­ხუ­რი სტრე­სია".

თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი თვლი­ან, რომ მო­დელ­მა რამ­დე­ნი­მე პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია და სა­ხის ლიფ­ტინ­გი გა­ი­კე­თა. გან­სა­კუთ­რე­ბით ნე­გა­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა "შიმ­ში­ლის თა­მა­შე­ბის" ახა­ლი ფილ­მის პრე­მი­ე­რა­ზე მის გა­მო­ჩე­ნას.

ბრა­ზი­ლი­ე­ლი ლა­მაზ­მა­ნი შავ, გრძელ­სა­ხე­ლო­ე­ბი­ან კა­ბა­ში იყო გა­მო­წყო­ბი­ლი, თუმ­ცა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლებ­მა მხო­ლოდ მის სა­ხეს მი­აქ­ცი­ეს ყუ­რა­დღე­ბა.

ბევ­რი ამ­ტკი­ცებ­და, რომ 42 წლის ლი­მას, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის გამო, სახე ჯერ კი­დევ შე­შუ­პე­ბუ­ლი ჰქონ­და.

"ვერც კი ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ეს ად­რი­ა­ნაა",

"არა მხო­ლოდ თვა­ლე­ბი, არა­მედ ცხვი­რიც გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს",- წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ზო­გი­ერ­თი ვა­რა­უ­დობს, რომ მო­დე­ლის შეც­ვლი­ლი ვი­ზუ­ა­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მა­კი­ა­ჟის ბრა­ლია.

"მან უბ­რა­ლოდ წო­ნა­ში მო­ი­მა­ტა. ის მა­ინც 100-ჯერ უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლია, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნი";

"ნე­გა­ტი­უ­რი კო­მენ­ტა­რე­ბის ავ­ტო­რებს სა­ერ­თოდ გა­ვი­წყდე­ბათ, რო­გორ იც­ვლე­ბა ჩვე­ნი სხე­უ­ლი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში. ის დე­დაა, ჩვენც ვიც­ვლე­ბით და ჩვე­ნი სხე­უ­ლიც",- ამ კო­მენ­ტა­რე­ბით სცა­დეს გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა მო­დე­ლის დაც­ვა.

ლი­მამ კო­მენ­ტა­რებს პა­სუ­ხი Instagram-ზე გას­ცა. მან ფოტო ატ­ვირ­თა, რო­მელ­საც წარ­წე­რა და­ურ­თო: "თი­ნე­ი­ჯე­რი გო­გო­ნას, ცელ­ქი ბი­ჭუ­ნას, ფეხს ახლა რომ იდ­გამს, -1 წლის ბი­ჭუ­ნას გა­დაღ­ლი­ლი დე­დის და სამი ძაღ­ლის გა­დაღ­ლი­ლი პატ­რო­ნის სახე. გმად­ლობთ, რომ ჩემ­ზე ღე­ლავთ", - წერს ად­რი­ა­ნა.

ად­რი­ა­ნა ლი­მამ Victoria's Secret-თან კონ­ტრაქ­ტი ახ­ლა­ხან გა­ნა­ახ­ლა. ლიმა 3 შვი­ლის დე­დაა: მათ­გან უმ­ცრო­სი 1 წლი­საა.