"ზვიად სვანაძე აღარ გვყავს..." - გარდაიცვალა მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი
giorgi 18-Nov, 14:08 24 ბიზნესი
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი ზვიად სვანაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ფეისბუქში" თეატრის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებენ.
"ზვიად სვანაძე აღარ გვყავს..." - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ზვიად სვანაძე მრავალი წლის განმავლობაში იყო მესხიშვილის თეატრის მსახიობი და არაერთი დასამახსოვრებელი როლი შექმნა.