გრაიმსი ილონ მასკის წინააღმდეგ: მომღერალსა და მილიარდერს შორის სასამართლო დავა გრძელდება: გრაიმსი შვილთან მიახლოებას ცდილობს, მასკი კი ამის საშუალებას არ აძლევს

გრაიმსი ილონ მასკის წინააღმდეგ: მომღერალსა და მილიარდერს შორის სასამართლო დავა გრძელდება: გრაიმსი შვილთან მიახლოებას ცდილობს, მასკი კი ამის საშუალებას არ აძლევს
ll

35 წლის კა­ნა­დე­ლი მომ­ღე­რა­ლი გრა­იმ­სი, მისი და ილონ მას­კის სა­ერ­თო სამ შვილ­ზე მე­ურ­ვე­ო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად ბრძო­ლას აგ­რძე­ლებს. ის ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს, შვი­ლებ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა შეძ­ლოს, რა­შიც, მისი თქმით, მას­კი უშ­ლის ხელს.

თუმ­ცა და­უდ­გრო­მე­ლი ილონ მას­კი სა­სა­მარ­თლოს­თვი­საც კი მი­უწ­ვდო­მე­ლია.

სა­სა­მარ­თლოს დო­კუ­მენ­ტე­ბის თა­ნახ­მად, გრა­იმსს, 12 სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე მო­უ­წია მას­კის დევ­ნა, რათა მის­თვის მე­ურ­ვე­ო­ბის მო­პო­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი გა­და­ე­ცა. მომ­ღე­რა­ლი და მი­ლი­არ­დე­რი 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხვდე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს და მათ 3 შვი­ლი ჰყავთ. ამ­ჟა­მად, გრა­იმ­სი მისი, რო­გორც მშობ­ლის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას ითხოვს.

მე­დი­ის ცნო­ბით, გრა­იმსმა 4 ადა­მი­ა­ნი და­ი­ქი­რა­ვა, რათა მას­კის­თვის სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ებ­ზე მი­ე­კი­თხათ და მის­თვის სა­სა­მარ­თლოს დო­კუ­მენ­ტე­ბი გა­და­ე­ცათ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი მათ­გა­ნი ტე­ხას­ში, ტექ-მაგ­ნა­ტის ცხე­ნე­ბის რან­ჩო­შიც კი ჩა­ვი­და, თუმ­ცა მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალ­მა უპა­სუ­ხა, რომ მას­კი იქ არ იმ­ყო­ფე­ბო­და.

სა­ბუ­თე­ბის მი­ხედ­ვით, გრა­იმ­სის და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი, 13 ოქ­ტომ­ბრი­დან 20 ოქ­ტომ­ბრამ­დე, მას­კის პოვ­ნას ცდი­ლობ­დნენ და მისი კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვე­ბის თვალ­თვა­ლიც კი მო­უ­წი­ათ. მრა­ვა­ლი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ, ისი­ნი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ, იუ­რი­დი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი ბიზ­ნეს­მე­ნის 3 სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ა­ში და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ: X-ში, Tesla-სა და SpaceX-ში.

გრა­იმსს, რომ­ლის ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლიც კლერ ბა­უ­ჩე­რია, მი­ლი­არ­დერ­თან სამი შვი­ლი ჰყავს. X Æ A-1, იგი­ვე X, წყვილს 2020 წლის მა­ის­ში შე­ე­ძი­ნათ, ხოლო მე­ო­რე გო­გო­ნა, სა­ხე­ლად Exa Dark Sideræl, რო­მელ­საც ასე­ვე Y-ს ეძა­ხი­ან, 2021 წლის დე­კემ­ბერ­ში, სუ­რო­გა­ცი­ის გზით გაჩ­ნდა. მასკს და გრა­იმსს მე­სა­მე შვი­ლი, Techno Mechanicus, იგი­ვე ტაუც ჰყავთ, რო­მე­ლიც შარ­შან, ივ­ნის­ში და­ი­ბა­და.

გრა­იმ­სი მასკს ადა­ნა­შა­უ­ლებს, რომ ის ბავ­შვებ­თან საკ­მა­რის დროს არ ატა­რებს და მა­საც უკ­რძა­ლავს მათ ერთ-ერთ შვილ­თან მი­ახ­ლო­ე­ბას.

რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, თავ­და­პირ­ვე­ლად, სწო­რედ მასკმა უჩივ­ლა გრა­იმსს. ილო­ნი სა­სა­მარ­თლოს დო­კუ­მე­ნებ­ში ამ­ტკი­ცებს, რომ ბავ­შვე­ბის და­ბა­დე­ბი­დან, მათ­ზე "ზრუნ­ვა და კონ­ტრო­ლი" მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იყო. მი­ლი­არ­დე­რის თქმით, ის თა­ვის ტე­ხა­სის სახ­ლში, სა­დაც შვი­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობს, მი­ნი­მუმ 6 თვე მა­ინც რჩე­ბა ზე­დი­ზედ და მათ­ზე სრულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გრძნობს.

გრა­იმსმა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მას­კის სარ­ჩე­ლი გა­აკ­რი­ტი­კა და მას შე­უ­სა­ბა­მო უწო­და. მან მას­კი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, რომ ის სა­შუ­ა­ლოდ, 2-3 დღეს მა­ინც ატა­რებს და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე და ბავ­შვებს საკ­მა­რის ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევს.

პრე­სას­თან კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბის­გან ორი­ვე მხა­რე თავს იკა­ვებს