"დღემდე 8 კაცი ერთად ვცხოვრობთ... მე და ჩემს შვილს გვინდა, რაღაც ვქნათ და ცალკე ვიცხოვროთ, რადგან გადავიღალე" - ლენუკა ყიფშიძე ოჯახზე, შვილსა და მთავარ მიღწევაზე

"დღემდე 8 კაცი ერთად ვცხოვრობთ... მე და ჩემს შვილს გვინდა, რაღაც ვქნათ და ცალკე ვიცხოვროთ, რადგან გადავიღალე" - ლენუკა ყიფშიძე ოჯახზე, შვილსა და მთავარ მიღწევაზე

ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძის ცხოვ­რე­ბის დე­ვი­ზი ადა­მი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და სი­კე­თის კე­თე­ბაა. მი­იჩ­ნევს, რომ ასაკ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პი და­ამ­სხვრია და რე­ა­ლი­თი შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ქალ­ბა­ტო­ნებს ცხოვ­რე­ბის, უკე­თეს ფორ­მა­ში ყოფ­ნის სტი­მუ­ლი მის­ცა...

- როცა სარ­კე­ში იყუ­რე­ბით, ვის ხე­დავთ?

- ში­ნა­გა­ნად პა­ტა­რა ლე­ნუ­კას - ბავ­შვს, რო­მე­ლიც თით­ქოს უსუ­სუ­რია, დაც­ვა სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ იმავდრო­უ­ლად ვხე­დავ ძლი­ერ და მი­ზან­და­სა­ხულ ქალს.

- ცხოვ­რე­ბის ამ ეტაპ­ზე, თქვენს მთა­ვარ მიღ­წე­ვად რას მი­იჩ­ნევთ?

- რა თქმა უნდა, შვილს. 40 წლის ვარ, ჩემი შვი­ლი უკვე 22 წლის ხდე­ბა. მისი სა­ხით, გვერ­დით კაცი მიდ­გას, თან ისე­თი შვი­ლი მყავს, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც სულ ვამ­ბობ, ღმერ­თმა ისე­თი სა­ჩუ­ქა­რი მი­ბო­ძა, რომ უბედ­ნი­ე­რე­სი დედა ვარ. ვფიქ­რობ, ქა­ლის­თვის ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია.

- რა სა­ერ­თო და მკვეთ­რად გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი თვი­სე­ბე­ბი გა­ხა­სი­ა­თებთ თქვენ და თქვენს შვილს?

  • ორი­ვე­ნი პირ­და­პი­რე­ბი და ზედ­მე­ტად ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნე­ბი ვართ, ასე­ვე - ემო­ცი­უ­რე­ბი. როცა ნი­კუ­შას ვე­სა­უბ­რე­ბი იმა­ზე, რა­საც გან­ვიც­დი, ზუს­ტად ვიცი, ანა­ლო­გი­უ­რი გან­ცდა ეუფ­ლე­ბა, თუმ­ცა არ იმ­ჩნევს. მას­ში ჩემს თავს ვხე­დავ. ნი­კუ­შა ჩემ­თვის სარ­კე­სა­ვი­თაა: რომ ვუ­ყუ­რებ, მგო­ნია, მე ვარ. ჩემ­ში რაც მიყ­ვარს - სი­კე­თე, ადა­მი­ა­ნო­ბა - ნი­კუ­შა­საც იგი­ვე გა­აჩ­ნია. ძა­ლი­ან კარ­გია, როცა ადა­მი­ა­ნო­ბას არ კარ­გავ. არც დავ­კარ­გავ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ. ჩემს შვილ­შიც ანა­ლო­გი­ურს ვხე­დავ. ამით ბედ­ნი­ე­რი ვარ... ჩვენ შო­რის გან­მას­ხვა­ვე­ბელ თვი­სე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, მე ფეთ­ქე­ბა­დი ხა­სი­ა­თი მაქვს, ის კი ძა­ლი­ან თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლია (იცი­ნის).

- რა არის თქვენ­თვის კომ­ფორ­ტის ზონა?

- სიმ­შვი­დე. ისეთ ოჯახ­ში ვიზ­რდე­ბო­დი, რო­მელ­შიც 24/7-ზე სტუმ­რი­ა­ნო­ბა იყო. თან, დღემ­დე 8 კაცი ერ­თად ვცხოვ­რობთ. პირ­და­პირ ვი­ტყვი: ამ­დენ ხალ­ხში ცხოვ­რე­ბა უკვე ძა­ლი­ან მი­ჭირს. მე და ჩემი შვი­ლი გან­ვი­ხი­ლავთ - რა­ღაც უნდა ვქნათ, რომ ცალ­კე ვი­ცხოვ­როთ, რად­გან ფი­ზი­კუ­რად და სუ­ლი­ე­რად არ მყოფ­ნის ძალა, ფსი­ქი­კა... ალ­ბათ გა­და­ვი­ღა­ლე, რად­გან სულ ქა­ოს­ში ვცხოვ­რობ­დი. ჩემს ოჯახს სტუ­მარ­მას­პინ­ძლო­ბა არას­დროს ეშ­ლე­ბო­და, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა­ში არის რა­ღაც ასა­კი და ეტა­პი, როცა გინ­და, ადა­მი­ან­მა სი­წყნა­რე, სიმ­შვი­დე, სიმ­ყუდ­რო­ვე იგ­რძნო. მა­გა­ლი­თად, მე­გო­ბარ­თან რომ დავ­რჩე­ნილ­ვარ ან და­სას­ვე­ნებ­ლად სად­მე წავ­სულ­ვარ, იქ მიგ­რძნია, რომ სუ­ლი­ე­რად დავ­მშვი­დე­ბულ­ვარ. ვა­ტყობ, მშვი­დი გა­რე­მო ჩემ­თვის კომ­ფორ­ტია.

- როცა ადა­მი­ანს პი­რა­დად ხვდე­ბით, მისი გა­რეგ­ნო­ბის რა დე­ტა­ლი იქ­ცევს თქვენს ყუ­რა­დღე­ბას?

  • თვა­ლე­ბი ჩემ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რად­გან ძა­ლი­ან მე­ტყვე­ლია - სუ­ლის სარ­კეა. რო­დე­საც ადა­მი­ანს თვა­ლებ­ში ვუ­ყუ­რებ, თით­ქოს სკა­ნი­რე­ბას ვუ­კე­თებ და გა­მო­ვიც­ნობ, რო­გო­რი პი­როვ­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს. ჯერ­ჯე­რო­ბით არ შევ­მცდარ­ვა

- გქო­ნი­ათ სურ­ვი­ლი, პო­პუ­ლა­რუ­ლი არ ყო­ფი­ლი­ყა­ვით?

- არა, პო­პუ­ლა­რუ­ლო­ბას არ შე­ვუ­წუ­ხე­ბი­ვარ, მით უმე­ტეს - ახლა ეს ამ­ბა­ვი გა­ას­მაგ­და: "პრა­იმ ჰა­უს­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შემ­დეგ, ხალ­ხის­გან იმ­ხე­ლა სიყ­ვა­რუ­ლი მი­ვი­ღე, რომ დე­დას გე­ფი­ცე­ბი, სი­ცო­ცხლის წლე­ბი მო­მე­მა­ტა - ბედ­ნი­ე­რი ვარ! თურ­მე, რა კარ­გია, როცა ამ­დენ ხალ­ხს უყ­ვარ­ხარ... მე­უბ­ნე­ბი­ან, - რო­გო­რი კე­თი­ლი, კარ­გი, პო­ზი­ტი­უ­რი ხარ, სი­კე­თეს აფ­რქვე­ვო... როცა უამ­რავ და­დე­ბით შე­ტყო­ბი­ნე­ბას, გულ­თბილ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას იღებ, ადა­მი­ანს მეტი რა გინ­და? ქა­ლე­ბი მწე­რენ - ჩვენ­თვის სა­მა­გა­ლი­თო ხარო და ეს მარ­თლა მა­ბედ­ნი­ე­რებს. სა­ერ­თოდ, რე­ა­ლი­თი შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მერე, ადაპ­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი მაქვს - ჩემ­თვის ყოფ­ნა მინ­და. ცუდ გან­წყო­ბა­ზე მყო­ფი რო­გორც კი ხალ­ხის შე­ტყო­ბი­ნე­ბებს, კო­მენ­ტა­რებს ვკი­თხუ­ლობ, 2 წამ­ში კარგ ხა­სი­ათ­ზე ვდგე­ბი.

- რე­ა­ლი­თი შო­უ­ში თქვე­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ამ­სახ­ველ ეპი­ზო­დებს როცა უყუ­რებთ, რო­გო­რი გან­ცდა გე­უფ­ლე­ბათ?

  • სა­ერ­თოდ, სა­კუ­თარ თავს ყო­ველ­თვის კრი­ტი­კუ­ლად ვა­ფა­სებ. ახ­ლაც მე­უბ­ნე­ბი­ან, - პრო­ექ­ტში რა­ტომ შე­დი­ო­დი, რა გინ­დო­და? გი­ღირ­დაო? ჩემ­თვის ეს "შუ­ა­ლე­დუ­რი ეტა­პი" იყო, რაც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მევ­ლო, რად­გან ამით ძა­ლი­ან გავძლი­ერ­დი... ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ისაა, რომ ასაკ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პი და­ვამ­სხვრიე - 35+ ასა­კის ქა­ლებს იმე­დი მი­ვე­ცი. მწე­რენ, - ცხოვ­რე­ბას ახლა ვი­წყებთ, ყო­ჩაღ, სტი­მუ­ლი მოგ­ვე­ციო! რომ ვთქვი, "მა­ბუ­ლინ­გე­ბენ", რად­გან რე­ა­ლი­თი შო­უ­ში 40 წლის მო­ნა­წი­ლე ვარ-მეთ­ქი, და­დე­ბი­თი "ესე­მე­სე­ბი" "წა­მო­ვი­და": რას ამ­ბობ? რომ გი­ყუ­რებთ, ვა­მა­ყობთ და სტი­მუ­ლი გვაქვს, რომ ჩვენც ფორ­მა­ში ვი­ყო­თო! ზოგი თხოვ­დე­ბა, ზოგი - შვილს აჩენს... მად­ლო­ბა იმ ქალ­ბა­ტო­ნებს, ვინც გვერ­დში და­მიდ­გნენ და სტი­მუ­ლი მომ­ცეს... რე­ა­ლი­თი შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მო­მინ­და, რად­გან ერ­თფე­როვ­ნე­ბას ვერ ვი­ტან. სამ­სა­ხუ­რის პოვ­ნა ამი­ტომ მი­ჭირს: ერ­თფე­რო­ვან გა­რე­მო­ში თით­ქოს გა­ლი­ა­ში ვარ. ჰო­როს­კო­პით, თევ­ზე­ბის ნიშ­ნის ქვეშ ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი. წარ­მო­იდ­გი­ნე, თევზს კუდ­ში ხელი რომ წა­ავ­ლო და არ გა­უშ­ვა, ზუს­ტად ასე ვარ - შე­ბო­ჭი­ლი ყოფ­ნა არ შე­მიძ­ლია. აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბა მიყ­ვარს. საქ­მე უნდა ვა­კე­თო, და­ვი­ხარ­ჯო და რის­თვი­საც ამ ცხოვ­რე­ბა­ში ვარ მო­სუ­ლი, ჩემი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო, რა­ღაც გა­ვა­კე­თო...


- უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდა ბო­ლოს რის გამო და­გე­უფ­ლათ?

  • მა­მა­ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბით ყო­ველ­თვის უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდა მაქვს: რაც მან თა­ვის პრო­ფე­სი­ა­ში დღემ­დე გა­ა­კე­თა, სა­თა­ნა­დოდ ვერ და­ფას­და. ზურა ყიფ­ში­ძე დღეს ისე არ უნდა ცხოვ­რობ­დეს, რო­გორც ცხოვ­რობს. ეს ყო­ველ­თვის მა­წუ­ხებს და გული მწყდე­ბა - სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი ისე­თი ადა­მი­ა­ნი არ აღ­მოჩ­ნდა, რომ რა პრობ­ლე­მე­ბიც ზუ­რას აქვს, მო­უგ­ვა­როს, და­ეხ­მა­როს... ის დეპ­რე­სი­ულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არ უნდა იყოს...

- რო­მე­ლი ზე­ბუ­ნებ­რი­ვი ძა­ლის ფლო­ბას ისურ­ვებ­დით?

  • მინ­და ჩემი წარ­მო­სახ­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა და ასე­ვე, ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა შე­მეძ­ლოს. წარ­მო­გიდ­გე­ნია, რამ­დენ ადა­მი­ანს განვკურ­ნავ­დი? პრინ­ციპ­ში, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ესაა...

- კიდევ რა ხდება თქვენს წარმოსახვაში, რომლის რეალობად ქცევაც გინდათ?

- მინდა ოჯახში ვისაც რა პრობლემები გვაქვს, ყველას დავულაგო სიტუაცია. ხომ ვიცი, გარშემო ვის რა აწუხებს? წარმოიდგინე, დილა თენდება და ყველა ბედნიერია. ალბათ, ეს ძალიან მაგარი შეგრძნება იქნება, როცა გარშემო ყველა კარგად გეყოლება. ადამიანს დაურეკავ, ჰკითხავ, - როგორ ხარო? პასუხად გესმის, - კარგადო!.. ეს მენატრება, რადგან ვიცი, გარშემო მყოფთაგან თითქმის ყველას პრობლემა აქვს: ზოგს ბინა არ აქვს, ზოგს - ბანკის ვალები "ახრჩობს", ზოგი კომუნალურ გადასახადებს ვერ იხდის... ეს საშინელებაა, კოშმარია, მით უმეტეს, როცა ახლობელ ადამიანებზე საუბრობ...

- დღის რომელი მონაკვეთი უფრო მეტად გიყვართ?

- საღამო. 6 საათისკენ თითქოს ენერგია მეძლევა, "ვცოცხლდები"... ალბათ, ეს დრომ მოიტანა, რადგან მთელი ცხოვრება დილით აქტიური ვიყავი, დილის 8 საათზე ბავშვი სკოლაში მიმყავდა... 30 წლის ზემოთ, საღამო უფრო მომწონს - ამ დროს უფრო ვიწყებ ცხოვრებას...

- როგორ სიზმრებს ხედავთ?

- ცუდსაც და კარგსაც. როდესაც ადამიანს პრობლემა გაქვს და ამის შესახებ არ ამბობ, ტვინი ფიქრობს, ფიქრობს... დავაკვირდი, რომ რასაც ვფიქრობ, თემატურად ეგ მესიზმრება.

- ესთეტიკური მედიცინის ცენტრების გარეშე, თქვენთვის თავის მოვლა იოლი იქნებოდა?

  • კი, რა თქმა უნდა, რადგან ბებიაჩემმა ბავშვობიდან მასწავლა, სახლის პირობებში თავისთვის როგორ მომევლო. მაგალითად, მასწავლა, რომ სახეზე სეზონური ხილი დამედო. სულ ასე ვიქცევი - სახლში საკუთარ თავზე ცდებს ვატარებ (იღიმის). ყველაფერი ინდივიდუალურია, რადგან მაგალითად, შეიძლება სახეზე მარწყვი დავიდო, ვიღაც ანალოგიურად მოიქცეს და კვინკეს შეშუპება დაემართოს, ალერგიული იყოს... გუშინ სახეზე ნიღაბი წავისვი, მაგრამ ისე "დამფოთლა", ლამის გული გამისკდა. ამიტომ ჯობია, რჩევების გაცემისგან თავი შევიკავო (იღიმის)...

- დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად ვის ესაუბრებით?

- ნიკუშას, რადგან 8 საათი მუშაობს. პირველ რიგში, ის ჩემი მეგობარია. შემიძლია მოვუყვე, გავუზიარო, რა მეწყინა, რა გამიხარდა... ნიკუშა და ჩემი ძმის შვილი - ნატალია ჩემი ყველაზე ახლო მეგობრები არიან. შეიძლება ბიჭს რაღაც მაინც ვერ მოუყვე, მაგრამ ნატალია ჩემი გოგოა: ყველამ იცის, რომ ძალიან მინდოდა, გოგონა მყოლოდა. ნატალიას ჩემს ქალიშვილად მივიჩნევ.

- თქვენს შვილს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებსაც უზიარებთ?

- რა თქმა უნდა! სხვათა შორის, ორივენი - ნიკუშაც და ნატალიაც ძალიან სწორად აზროვნებენ. როცა რამე მაინტერესებს, ნორმის ფარგლებში, ორივეს ვუყვები. ნიკუშა ძალიან სწორ რჩევებს მაძლევს, მაგრამ პირადი ცხოვრების შვილთან განხილვა მაინც "ისეთია", მით უმეტეს - ბიჭთან... უფრო ნატალიას ვუზიარებ ხოლმე. დიდი ხანია, სერიოზული ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ თუკი სერიოზული ნაბიჯის გადადგმას დავაპირებ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, შვილს ჩავაყენებ საქმის კურსში, მის აზრს გავითვალისწინებ...

- თქვენი ჰობი რა არის?

- ცურვა. ასევე, ავტომობილის მართვაზე ვგიჟდები, ისე მიყვარს! იცი, ადრენალინის როგორი განცდაა, როცა საჭეს ვმართავ?! ზებუნებრივი ძალა მეძლევა!.. მამაჩემი "მეკაიფება" ხოლმე - კაცად უნდა დაბადებულიყავიო (იცინის). სამწუხაროდ, მანქანა აღარ მყავს. საშინლად განვიცდი. შარშან ავტოავარიაში მოყოლის შემდეგ, ავტომობილის შეძენა ვეღარ მოვახერხე...

- "პრაიმ ჰაუსის" მონაწილეებიდან ბოლოს ვის შეხვდით?

- კოსტას და თამაზას. მათთან ყველაზე ახლო ურთიერთობა მაქვს. ხალხიც ერთად აღგვიქვამს. გვწერენ - თქვენზე ვგიჟდებითო... გადაღებებზეც მე და კოსტას ან მე და თამაზას ერთად გვიწვევენ. ბოლო დროს, თამაზას არ ვაწუხებ: სულ მუშაობს, დატვირთული რეჟიმი აქვს...

- რომელ მონაწილესთან ვერ იმეგობრებთ ვერასოდეს?

- მეგობრობის პრობლემა არ მაქვს. უბრალოდ, შეიძლება, საერთო ენა ვერ გამოვნახო... კონკრეტულად ვერავის დავასახელებ, რადგან ასეთი ადამიანი არ არსებობს.

- თქვენი განწყობის უებარი წამალი რა არის?

  • ადამიანი საკუთარ თავს განწყობას თავად უქმნის. ტვინს როგორ სიგნალსაც მისცემ, ისეთი განწყობა გექნება. რთულია, მაგრამ საკუთარ თავთან უნდა იმუშაო. რა თქმა უნდა, გარემო მნიშვნელოვანია: ცუდი გარემო ადამიანის შინაგან მდგომარეობას ანგრევს... ჩემი განწყობის უებარი წამალი მაინც მუსიკაა: 24/7-ზე ყურსასმენები მიკეთია. 1 კვირაა, სტეფანეს და მისი გოგონას სიმღერა მაქვს ამოჩემებული: როცა ვუსმენ, იცი, როგორი ბედნიერების ვიბრაციებს ვიღებ?!.

- ადამიანებს რის მიხედვით აფასებთ?

- ადამიანი რომ მიახლოვდება, მის აურას ვგრძნობ - თვალებით, ხმის ტემბრით.... თუ ჩემამდე "ვერ მოდის", ოდნავ "რაღაცნაირადაა" განწყობილი, უბრალოდ, მასთან დისტანციას ვიცავ, მეტი არაფერი.

- ხალხმა თქვენ შესახებ რა არ იცის და გინდათ, რომ იცოდეს?

- უცხო ადამიანებსაც უთქვამთ, რომ მეგობრული, გვერდში მდგომი ვარ. საერთოდ, ადამიანები მიყვარს. ვიღაცებმა რაღაც ვერ დაინახეს. პროექტში მონაწილეობისას მწერდნენ კიდეც, - რა ბოროტი ხარო! ეს გულზე ძალიან მხვდებოდა, რადგან ჩემს გულში ბოროტების ადგილი არაა, ეს არ მახასიათებს. შურიანი, ბოღმიანი არასდროს ვარ. ცუდს არასდროს არავის ვუსურვებ, ყველა მიყვარს. თითქოს გულში სიკეთე მიტრიალებს, მაგრამ ვიღაც ამას რომ ვერ ხედავს, გული მწყდება...

გთხოვთ გააზიაროთ სტატია