"ახლა რაც მოხდა, შოკის მომგვრელი იყო ჩემთვისაც და დარწმუნებული ვარ - მაყურებლისთვისაც... ბაქარის საქციელს ცუდად ვაფასებ" - ჩცდ-ს მსახიობის ცხოვრება სერიალს მიღმა

"ახლა რაც მოხდა, შოკის მომგვრელი იყო ჩემთვისაც და დარწმუნებული ვარ - მაყურებლისთვისაც... ბაქარის საქციელს ცუდად ვაფასებ" - ჩცდ-ს მსახიობის ცხოვრება სერიალს მიღმა

წლე­ბია, მსა­ხი­ო­ბი ანა მჭედ­ლი­ძე "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" თა­მუ­ნას როლს ას­რუ­ლებს. სე­რი­ა­ლის ბოლო ეპი­ზო­დებ­ში, მა­ყუ­რებ­ლე­ბის­თვის თა­მუ­ნას ცვლი­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად თვალ­ში სა­ცე­მი გახ­და და დიდი მო­წო­ნე­ბაც ხვდა წი­ლად მის მტკი­ცე ხა­სი­ათს...

- ანა, სე­რი­ა­ლის ახალ სე­ზონ­ზე რო­გორ თა­მუ­ნას ელო­დი?

- სცე­ნა­რი სულ სი­ურპრი­ზე­ბი­თაა სავ­სე. ახლა და­დე­ბი­თი მო­ლო­დი­ნი მქონ­და: ვი­ცო­დი, ჩვენს "ხაზ­ში" რა­ღაც სა­ინ­ტე­რე­სო მოხ­დე­ბო­და, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლად - რა, არ ვი­ცო­დი...

ll

- მუ­შა­ო­ბა ახლა უფრო იო­ლია თუ წი­ნათ უფრო გი­მარ­ტივ­დე­ბო­და?

- წი­ნათ, ჩვენს სცე­ნებ­ში სულ მხი­ა­რუ­ლე­ბა იყო. ახლა ცო­ტა­თი და­ძა­ბუ­ლო­ბა "შე­მო­ვი­და". მუ­შა­ო­ბა მა­ში­ნაც სა­სი­ა­მოვ­ნო იყო და ახ­ლაც ასეა. ჩემი პერ­სო­ნა­ჟის გარ­და­სახ­ვა ეტა­პობ­რი­ვად, ნელ-ნელა მოხ­და: თენ­გო რუ­სეთ­ში წა­ვი­და, შემ­დეგ ჩა­მო­ვი­და, შეც­ვლი­ლი თა­მუ­ნა დახ­ვდა...

- რო­გორ ფიქ­რობ, რა აი­ძუ­ლებს თა­მუ­ნას, რომ თენ­გოს­თან ერ­თად იცხოვ­როს?

- რა თქმა უნდა, თავ­და­პირ­ვე­ლი გრძნო­ბე­ბი, რაც ამ წყვილს ერ­თმა­ნე­თის მი­მართ ჰქონ­და, აღარ არის: თენ­გო და თა­მუ­ნა გა­ი­ზარ­დნენ, რა­ღა­ცე­ბი გა­და­ა­ფა­სეს... მგო­ნია, თა­მუ­ნა ღირ­სე­უ­ლი ქა­ლია და თენ­გოს­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბას ღირ­სე­უ­ლად აგ­რძე­ლებს. თან, ჯერ­ჯე­რო­ბით, და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბას ვერ ახერ­ხებს. თენ­გოც არ არის ცუდი ადა­მი­ა­ნი, რომ თა­მუ­ნა მის პი­როვ­ნე­ბას ვერ იტან­დეს. ჩემს გმირს ქმა­რი ისე­თი უყ­ვარს, რო­გო­რიც არის. ვი­ცით, თენ­გო რო­გორც ჯა­ჯღა­ნებს, მაგ­რამ ეს მისი სა­უბ­რის მა­ნე­რაა, გად­მო­ცე­მის ასე­თი უნა­რი აქვს. ხომ ვხე­დავთ, მა­გა­ლი­თად, ბა­ტე­ბი რო­გორ უყ­ვარს, მათ შე­სა­ხებ რო­გორ სა­უბ­რობს, არა? კე­თი­ლი გული აქვს... წი­ნას­წარ პროგ­ნო­ზი­რე­ბა რთუ­ლია, მაგ­რამ თა­მუ­ნა კარ­გი გოგო მგო­ნია (იღი­მის).