"ერთმანეთი ჩუმად მიჰყავთ. არ ვიცი, იქ რას ხამდებიან, მაგრამ ფაქტია, ამ ნაკადს, ვერავინ აჩერებს" - რა ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში და როგორ ეხმიანებიან დაურ ბუავას მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას

"ერთმანეთი ჩუმად მიჰყავთ. არ ვიცი, იქ რას ხამდებიან, მაგრამ ფაქტია, ამ ნაკადს, ვერავინ აჩერებს" - რა ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში და როგორ ეხმიანებიან დაურ ბუავას მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას

აფხაზ­მა ბლო­გერ­მა დაურ ბუ­ა­ვამ, რო­მელ­საც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ქარ­თულ მხა­რე­ზე გა­დას­ვლი­სა და სხვა­დას­ხვა მო­წო­დე­ბე­ბის გამო "სა­ხელ­მწი­ფოს ღა­ლატ­ში" ადა­ნა­შა­უ­ლებ­და, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო. ამის შე­სა­ხებ მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, სა­დაც გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის მი­ლოც­ვებ­თან ერ­თად, კრი­ტი­კუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბიც მი­ი­ღო.

ბუ­ა­ვას თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი წე­სით გახ­და. ბლო­გე­რი წერს, რომ იან­ვრი­დან ეს ფორ­მა კი­დევ უფრო გა­მარ­ტივ­დე­ბა "ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე“ მცხოვ­რებ­თათ­ვის.

"ოფი­ცი­ა­ლუ­რი თბი­ლი­სი აფხა­ზე­თის მკვიდ­რებს თა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად მი­იჩ­ნევს, ეს შე­ე­ხე­ბა სა­მა­ჩაბ­ლო­საც. მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად აუ­ცი­ლე­ბე­ლია პი­როვ­ნე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის მცი­რე პა­კე­ტი", - წერს ბუ­ა­ვა.სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

  • 28 წლის აფხა­ზი ბლო­გე­რი დაურ ბუ­ა­ვა, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით ქა­ლაქ ტყვარ­ჩე­ლი­და­ნაა, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თავ­და­პირ­ვე­ლად, tiktok-დან გა­იც­ნო. ის ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ამ­რას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია და რამ­დე­ნი­მე თვეა თბი­ლის­ში ცხოვ­რობს.

აფხა­ზე­თის ე.წ. უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა მის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრა, 19 მა­ისს კი, "სა­ხელ­მწი­ფოს ღა­ლა­ტის­თვის" ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა.

დაურ ბუ­ა­ვა მის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ებ­ში "აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კის" სა­ქარ­თვე­ლოს­თან შე­ერ­თე­ბის სა­მო­მავ­ლო და­დე­ბით ას­პექ­ტებ­ზე" სა­უბ­რობს, რა­მაც აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის ე.წ. უსაფრ­თხო­ე­ბის უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ბუ­ა­ვას საქ­მი­ა­ნო­ბა "აფხა­ზე­თის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის და­ზი­ა­ნე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა."

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ თა­და­რი­გი და­ი­ჭი­რა და მსგავ­სი ფაქ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნა.



"აფხა­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აფხა­ზე­თის, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სტა­ტუ­სის შეც­ვლის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში, ასე­ვე რეს­პუბ­ლი­კის ნე­ბის­მი­ერ სა­ხელ­მწი­ფო­ში შეს­ვლის შე­სა­ხებ აგი­ტა­ცია და პრო­პა­გან­დაა", - ნათ­ქვა­მია შეც­ვლილ აფხა­ზურ კო­დექსში, რომ­ლის თა­ნახ­მად, "საფრ­თხის შემ­ცვე­ლი ქმე­დე­ბა და­ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით 10-დან 15 წლამ­დე."

  • თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვად, აფხაზ ახალ­გაზ­რდებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტრო­ლი­რე­ბად ნა­წილ­ში გად­მოს­ვლის ინ­ტე­რე­სი და შემ­დეგ დარ­ჩე­ნის სურ­ვი­ლი მა­ინც შე­სამ­ჩნე­ვია. აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ "თუ ადრე სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­დას­ვლის გამ­ბე­და­ო­ბას ძი­რი­თა­დად ბი­ჭე­ბი იჩენ­დნენ, რომ­ლე­ბიც აფხა­ზეთ­ში და­საქ­მე­ბის, გან­ვი­თა­რე­ბის, სტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სავ­ლის, ქუ­ჩის უპერ­სპექ­ტი­ვო ცხოვ­რე­ბის­თვის თა­ვის არი­დე­ბის მი­ზე­ზით, ქვე­ყა­ნას ტო­ვებ­დნენ, ახლა მათ გო­გო­ნე­ბიც უერ­თდე­ბი­ან... იქ კი მათ, დიდი შე­ღა­ვა­თე­ბი და ხელ­შე­წყო­ბა აქვთ, ანუ ცდუ­ნე­ბა დი­დია", - წე­რენ აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც "გზის გახ­სნა­ში" დაურ ბუ­ა­ვას კვალს ხე­დავს და მას მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კებს, რო­გორც თა­ნა­ტო­ლე­ბი­სა და უფრო ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის­თვის "ცუდი მა­გა­ლი­თის" მიმ­ცემს.

"შენ ხარ მო­ღა­ლა­ტე. სამ­შობ­ლო გა­ყი­დე, ახლა კი, უცხო თეფ­ში­დან იკ­ვე­ბე­ბი..."

"ყო­ვე­ლი პოს­ტი აფხა­ზეთ­ზე გაქვს, შენ რა, თვი­თპი­ა­რის­თვის სხვა თემა არ გაქვს?.. სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობ და მათ­ზე ილა­პა­რა­კე. თით­ქოს იქ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გქონ­დეთ. ჩვენ შეგ­ვეშ­ვით!" - სწე­რენ აფხა­ზე­ბი დაურ ბუ­ა­ვას.

"ბუ­ა­ვა იმი­ტომ მოხ­ვდა ჩვე­ნი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, რომ მო­მარ­თვებს აკე­თებს, თო­რემ ვინ­მემ იცის, რამ­დე­ნი წა­ვი­და? ძა­ლი­ან ბევ­რი. ერ­თმა­ნე­თი ჩუ­მად მიჰ­ყავთ. არ ვიცი, იქ რას ხამ­დე­ბი­ან, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ მი­დი­ან და ამ ნა­კადს, ვე­რა­ვინ აჩე­რებს. თუ ძა­ლი­ან ჩა­მე­ძი­ე­ბით, აქ ნარ­კო­ტი­კე­ბით და ავ­ტო­ა­ვა­რი­ით რომ და­ი­ხო­ცონ, ან ერ­თმა­ნე­თი და­ხო­ცონ, რო­გორც ამას 30 წე­ლია ვა­კე­თებთ, იმას ჯო­ბია, სა­ქარ­თვე­ლო­ში იცხოვ­რონ", - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ჟანა აფ­სუა.

abkhaz-auto.ru-ს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სტა­ტი­ის ქვეშ აფხა­ზე­ბი ბუ­ა­ვა­ზე მსჯე­ლო­ბი­სას წე­რენ, რომ "ახალ­გაზ­რდებს არ სურთ ვა­კუ­უმ­ში ცხოვ­რე­ბა."

"ძნე­ლია, და­ი­ბა­დო ტყვარ­ჩელ­ში. სა­დაც გარ­შე­მო ყვე­ლა­ფე­რი ნან­გრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი. ყვე­ლა­ფერს ახალ­გაზ­რდებს ნუ და­ბა­რა­ლებთ, გა­მო­ი­ჩი­ნეთ გო­ნი­ე­რე­ბა და სი­მარ­თლეს თვა­ლებ­ში შე­ხე­დეთ - რა­ტომ გარ­ბი­ან? მე, თქვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით თა­ვის მო­ტყუ­ე­ბას არ ვა­პი­რებ. თუ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ებს პურ­საც არ მის­ცემს, სა­ქარ­თვე­ლო კი, ორ­ცხო­ბი­ლა­საც არ და­ი­შუ­რებს, ახალ­გაზ­რდე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად წავ­ლენ. მე ასე ვხე­დავ სი­ტუ­ა­ცი­ას", - წერს ფა­ტი­ამ აჟი­ბა.

გთხოვთ გააზიაროთ სტატია