ახალი თავსატეხი აფხაზეთში - რატომ ებრძვიან ადგილობრივ არასამთავრობოებს: "აშკარაა, რომ ვიღაცებს სურთ ამ ადამიანებისგან აგენტების შექმნა"

ახალი თავსატეხი აფხაზეთში - რატომ ებრძვიან ადგილობრივ არასამთავრობოებს: "აშკარაა, რომ ვიღაცებს სურთ ამ ადამიანებისგან აგენტების შექმნა"

აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას (ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­საც) ახა­ლი თავ­სა­ტე­ხი გა­უჩ­ნდა - სად და­მა­ლონ და რო­გორ შე­ფუ­თონ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა ისე, რომ მათ უცხო ქვეყ­ნის აგენ­ტე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცია არ მი­ა­ნი­ჭონ.

ქარ­თვე­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ში­შით, ინალ არ­ძინ­ბას პი­რად კონ­ტროლ­ზე აქვს მათი მუ­შა­ო­ბა აყ­ვა­ნი­ლი. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, არა­სამ­თავ­რო­ბო­ებს, რომ­ლე­ბიც მო­სახ­ლე­ო­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მებს, ქალ­თა უფ­ლე­ბებს, ჯან­დაც­ვას, ბავ­შვთა პრობ­ლე­მებ­სა და სხვა სა­კი­თხებს იკ­ვლევ­დნენ, ია­ტაკ­ქვე­შეთ­ში გა­დას­ვლა ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბათ, რად­გან აფხა­ზე­თი პა­ტა­რაა და ყო­ველ­თვის გა­მოჩ­ნდე­ბა ვი­ღაც, ვინც რა­ღა­ცის სა­ნაც­ვლოდ ჩა­უშ­ვებთ, შემ­დეგ კი, მათ აგენ­ტად მო­ნათ­ლა­ვენ და მკაც­რად გა­ა­სა­მარ­თლე­ბენ...

გა­სულ დღე­ებ­ში სო­ხუ­მის ქუ­ჩებ­ში უკვე გა­მოჩ­ნდნენ ახალ­გაზ­რდე­ბი, ვინც მათი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ზღუდ­ვას აპ­რო­ტეს­ტებს. ამავდრო­უ­ლად ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ყველ­გან ხე­დავს საფრ­თხეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თვე­ე­ბია ითხო­ვენ მთავ­რო­ბის წევ­რებ­თან შეხ­ვედ­რას, რათა ყვე­ლა ან­გა­რი­ში წა­რუდ­გი­ნონ, რო­მე­ლიც მა­თი­ვე თქმით, სრუ­ლი­ად გამჭვირ­ვა­ლეა. თუმ­ცა, პა­სუ­ხად, "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა" დუმს



ცნო­ბის­თვის, უცხო ქვეყ­ნის აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი უკვე მოქ­მე­დებს რუ­სეთ­შიც. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ბიჭ­ვინ­თის აგა­რა­კის გარ­შე­მო და­წყე­ბუ­ლი მღელ­ვა­რე­ბის შემ­დეგ, გა­მუდ­მე­ბით ითხოვ­და, რომ მსგავ­სი კა­ნო­ნი აფხა­ზეთ­შიც მი­ე­ღოთ.

"ყვე­ლა­ფე­რი ამის­კენ მი­დის - გა­ზა­ფხულ­ზე აფხა­ზე­თის პარ­ლა­მენ­ტში კა­ნონპ­რო­ექ­ტი უცხო ქვეყ­ნის აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ შე­იქ­მნე­ბა" - წე­რენ აფხა­ზე­ბი ინ­ტერ­ნეტ ქსე­ლებ­ში.

არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის თქმით კი, კა­ნო­ნი ჯერ არც კი შე­მო­უ­ღი­ათ, მაგ­რამ მთავ­რო­ბამ უკვე მტრად მი­იჩ­ნევს და ღიად ებ­რძვის.

  • აფხა­ზეთ­ში არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ზე ზე­წო­ლა ახა­ლი არ არის. მათ მი­მართ არა­კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი იყო თით­ქმის ყვე­ლა "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა", მაგ­რამ აკ­რძალ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არც ერთს არ მი­უ­ღია. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ყვე­ლა­ფე­რი ურ­თი­ერ­თკრი­ტი­კით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და.

ekhokavkaza.com-თან სა­უ­ბარ­ში ე.წ. ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ აფხა­ზეთ­ში მოქ­მე­დი არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის რუ­სეთ­ში მოქ­მედ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან შე­და­რე­ბა არც შე­იძ­ლე­ბა, რად­გან ისი­ნი ბევ­რად რთულ პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ო­ბენ, თუმ­ცა აფხა­ზეთ­ში მათი საქ­მი­ა­ნო­ბა ძი­რი­თა­დად ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­რეთ გა­ტა­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბა...

"მე­ტიც, აფხა­ზე­თის აღი­ა­რე­ბა­ში პირ­ვე­ლი სა­ძირ­კვე­ლი, სწო­რედ მათ ჩა­ყა­რეს" - ამ­ბობს კონ­სტან­ტინ ტუჟ­ბა.

ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი ლილი დბა­რი ამ­ბობს, რომ ისი­ნი ძალ­ზე კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი არი­ან, თა­ვი­ანთ საქ­მეს მარ­თლაც კარ­გად აკე­თე­ბენ, პატ­რი­ო­ტე­ბი არი­ან და ძნე­ლია მათი "უცხო­ე­თის აგენ­ტო­ბა" და­უმ­ტკი­ცონ.

"მით უფრო, რომ მათ თა­ვი­ან­თი საქ­მი­ა­ნო­ბით, ინ­ტე­ლექ­ტი­თა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით მაღ­ლა არი­ან და მეტი აქვთ გა­კე­თე­ბუ­ლი თა­ვი­ან­თი სამ­შობ­ლოს­თვის, ვიდ­რე მათ, ვინ ამ კა­ნონპ­რო­ექტს ლო­ბი­რებს. ის, რაც ბოლო ხა­ნებ­ში ჩვენს გარ­შე­მო ხდე­ბა, ძა­ლი­ან ჰგავს სუ­ლე­ლურ ზღა­პარს." - ამ­ბონს დბა­რი.

კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი, ას­ლან კო­ბა­ხია წერს, რომ ის არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბას არ ეთან­ხმე­ბა, მაგ­რამ მათი უცხო ქვეყ­ნის აგენ­ტე­ბად შე­რა­ცხვის წი­ნა­აღ­მდე­გია.

"ასე­თი ნა­ბი­ჯი ნამ­დვი­ლი ჩი­ხია. მათი უცხო ქვეყ­ნის აგენ­ტად, არა­სა­ი­მე­დო ადა­მი­ა­ნე­ბად აღი­ა­რე­ბა, აფხა­ზუ­რად ძა­ლი­ან და­მამ­ცი­რე­ბე­ლია. თუ ამას იმი­ტომ ვა­კე­თებთ, რომ ვინ­მეს ვა­სი­ა­მოვ­ნოთ, ან თავი მო­ვა­წო­ნოთ, უხე­ში შეც­დო­მაა, რად­გან აფხა­ზი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამას არ მი­ი­ღებს... დღეს, რო­გორც არას­დროს სიფრ­თხი­ლე მარ­თებს ჩვენს მრა­ვა­ლე­რო­ვან მო­სახ­ლე­ო­ბას, რად­გან გარ­შე­მო რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცია შექ­მნი­ლი. ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს, კი­დევ ერთხელ გა­მოვ­ცა­დოთ ის, რაც ჩვენ­მა ხალ­ხმა 90-იან წლებ­ში გა­მო­ი­ა­რა. მა­შინ გა­მოჩ­ნდე­ბა, ვინ არის აგენ­ტი და ვინ "პატ­რი­ო­ტი". აშ­კა­რაა, რომ ვი­ღა­ცებს ნამ­დვი­ლად სურთ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან აგენ­ტე­ბის შექ­მნა" - წერს კო­ბა­ხია.

ცნო­ბის­თვის, ე.წ. სა­გა­რეო მი­ნის­ტრი ინალ არ­ძინ­ბა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბის დღი­დან­ვე უნ­დობ­ლო­ბას უცხა­დებს მათ. არა­სამ­თავ­რო­ბო სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. არ­ძინ­ბას თქმით, ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი პრო­ექ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიზ­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

გთხოვთ გააზიაროთ სტატია