დიდი ქართული გამარჯვება რუსზე! როგორ გაანადგურა დვალიშვილმა იანი
giorgi 12-Mar, 06:31 3 524 დამატებით კატეგორიები / სპორტი

ყველაზე დიდი ქართული გამარჯვება მოპოვებულია! – მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანი 5 რაუნდიან ომში, სრული დომინაციის ხარჯზე, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. მერაბს სამივე მსაჯმა ხუთივე რაუნდი მისცა – სხვანაირად არც შეიძლებოდა. დარტყმები, კლინჩი, ჭიდაობა, პრესინგი – ქართველმა რუსი ყველა ასპექტში დაჯაბნა.
მერაბმა იანის პარტერში გადაყვანა 46-ჯერ სცადა – ეს, რა თქმა უნდა, მერაბის გეგმის ნაწილი იყო, რომ მეტოქე ყოველთვის პრესინგში ჰყოლოდა. გარდა პრესინგისა, დვალიშვილმა იანს 11 გდება გაუკეთა და 147 მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა.
ეს მერაბის ზედიზედ მე-9 გამარჯვება იყო და ფაქტობრივად გაინაღდა საჩემპიონო ორთაბრძოლა. ყველაფერი ალჯოსა და სეხუდოს ბრძოლის შემდეგ გადაწყდება. თუ სეხუდო გაიმარჯვებს, მერაბი მას დაუპირისპირდება. ხოლო თუ სტერლინგი მოიგებს, იგი წონას შეიცვლის და ვაკანტურ ქამარზე დიდი ალბათობით მერაბს შონ ომალის შეახვედრებენ.