"პარლამენტში ექსკურსიაზე მოჰყავთ ბავშვები - როგორ შეიძლება იქ ბავშვების ტარება, ჩვეულებრივი ზოოპარკია, ძაღლი პატრონს ვერ ცნობს" - მეგრელიშვილი

"პარლამენტში ექსკურსიაზე მოჰყავთ ბავშვები - როგორ შეიძლება იქ ბავშვების ტარება, ჩვეულებრივი ზოოპარკია, ძაღლი პატრონს ვერ ცნობს" - მეგრელიშვილი
ll

პარ­ლა­მენ­ტში ბავ­შვე­ბი რომ მოჰ­ყავთ, ზო­ო­პარკში გო­ნი­ათ თავი - სულ მიკ­ვირს რას აყუ­რე­ბი­ნე­ბენ? რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იქ ბავ­შვე­ბის ტა­რე­ბა. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ზო­ო­პარ­კია. ძაღ­ლი პატ­რონს ვერ ცნობს, - ამის შე­სა­ხებ „გირ­ჩის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტში ბოლო დროს მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბებ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და, გახ­ში­რე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის ში­ნა­არ­სი არის ის, რომ „პარ­ლა­მენ­ტი აღარ გვაქვს“.

"პარ­ლა­მენ­ტის ფუნ­ქცი­ის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი იქ არ არი­ან. კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა კი არა, კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ოპო­ნი­რე­ბა იყოს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ ყვე­ლა, რა­ღაც როლს ას­რუ­ლებს, ადა­მი­ა­ნუ­რი ზღვა­რი არ­სე­ბობს, არ შე­იძ­ლე­ბა რომ ქალს შე­ა­გი­ნო... არ­სე­ბობს რა­ღა­ცე­ბი, რაც არ შე­იძ­ლე­ბა გა­ა­კე­თო. ასე­თი ზღვaრის გა­და­ლახ­ვის შემ­თხვე­ვა იყო დღეს. ჩემი აზ­რით, ეს არის სიმპტო­მი იმი­სი, რაც ხდე­ბა პარ­ლა­მენ­ტში.

ხომ შე­იძ­ლე­ბო­და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მწვა­ვე დე­ბა­ტე­ბი გაგ­ვე­მარ­თა? ან გაგ­ვეკ­რი­ტი­კე­ბი­ნა და ეპი­თე­ტე­ბით შეგ­ვემ­კო, რო­მე­ლიც არ იქ­ნე­ბო­და ქუ­ჩუ­რი“,- გა­ნა­ცხა­და მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, იქამ­დე და­ვი­და საქ­მე, დე­პუ­ტა­ტებს უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თემა არ აქვთ სა­ჩხუბ­რად.

"იქამ­დე და­ვი­და საქ­მე, რომ ერ­თმა­ნე­თის შე­უ­რა­ცხყო­ფის ზო­მებს ვზო­მავთ, რომ ბა­ლან­სი არ და­ირ­ღვეს. რის და­სა­ფა­რად ხდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი? იმის და­სა­ფა­რად, რომ კა­ნო­ნებს აღარ ვი­ღებთ გან­ხილ­ვით. დღე­ში ასო­ბით კა­ნონს ვი­ღებთ და ეს კა­ნო­ნე­ბი, სულ აკ­რძალ­ვე­ბია. ოპო­ზი­ცი­ამ ინ­ფორ­მა­ცია მა­ინც მი­ი­ტა­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით თუ რას შვრე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. არა თუ ამას აკე­თებს, არა­მედ ბლო­კავს ამ თე­მებ­ზე სა­უბ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

პარ­ლა­მენ­ტში ბავ­შვე­ბი რომ მოჰ­ყავთ, ზო­ო­პარკში გო­ნი­ათ თავი. ექ­სკურ­სი­ა­ზე მოჰ­ყავთ ბავ­შვე­ბი და ანა­ხე­ბენ სა­გი­ჟეთს, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში მიმ­დი­ნა­რე­ობს. შე­მოჰ­ყავთ ბავ­შვე­ბი და აყუ­რე­ბი­ნე­ბენ. სულ მიკ­ვირს რას აყუ­რე­ბი­ნე­ბენ? რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იქ ბავ­შვე­ბის ტა­რე­ბა. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ზო­ო­პარ­კია. ძაღ­ლი პატ­რონს ვერ ცნობს. თან ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ ხე­ლოვ­ნუ­რია, რო­გორც კი ეს კონ­ფლიქ­ტი ჩა­წყნარ­დე­ბა, არა­ვის ახ­სოვს“,- გა­ნა­ცხა­და მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.