„ქვემოდან ამოვიდა ეს ბავშვი, ჩქარი ნაბიჯებით...“ - რას ჰყვება ქალი, რომელმაც 12 წლის გოგონა გარდაცვალებამდე ნახა

„ქვემოდან ამოვიდა ეს ბავშვი, ჩქარი ნაბიჯებით...“ - რას ჰყვება ქალი, რომელმაც 12 წლის გოგონა გარდაცვალებამდე ნახა


დიდ დიღომში, 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს.

ერთ-ერთი ადგილობრივი ჰყვება, რომ ბავშვი დაახლოებით, 11 საათზე ნახა. 

"ღამის 11 საათი იყო, მე და ჩემი შვილი ვიყავით ძაღლით. ქვემოდან ამოვიდა ეს ბავშვი ჩქარი ნაბიჯებით. მოვიდა, საქანელაზე დაჯდა. ვიფიქრე, რომ ვიღაცას ელოდებოდა... ხშირად სეირნობენ ასე ბავშვები და არ მიმიქცევია ყურადღება. საქანელაზე იჯდა ზურგით, სახეზე არ შემიმჩნევია იყო თუ განერვიულებული. ადგა, მოვიდა ჩემთან, მკითხა, თქვენი ძაღლიაო? - კი მეთქი -  უი, რა საყვარელიაო... გამიღიმა, მეც გავუღიმე და მერე წავიდა ჩქარი ნაბიჯებით. მშვიდი საღამო იყო, ბევრი ხალხი არ იყო...",  - ჰყვება მაკა კვაჭაძე "პალიტრავიდეოსთან".

დიდ დიღომში, 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს.

გოგონას ოჯახი, პოლიცია და ადგილობრივები მოზარდს საღამოს 23:00 საათიდან ეძებდნენ.

რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, მოზარდი მეთორმეტე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოფარეხის უკან, უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიებასს კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.

გთხოვთ გააზიაროთ სტატია