სამართალდამცავებმა 12 წლის გოგონას მობილური ტელეფონი შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს - მკვლელობა თუ კვებითი ასფიქსია: რა ვერსიები ვრცელდება?

სამართალდამცავებმა 12 წლის გოგონას მობილური ტელეფონი შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს - მკვლელობა თუ კვებითი ასფიქსია: რა ვერსიები ვრცელდება?

დიდ დი­ღომ­ში, გა­სულ ღა­მეს, და­ახ­ლო­ე­ბით 2 სა­ა­თის­თვის, 12 წლის ანა ია­ნუ­შა­ი­ტი­ტე მე­ზობ­ლებ­მა და ნა­თე­სა­ვებ­მა იო­ა­ნე პეტ­რი­წის 12 ნო­მერ­თან მდე­ბა­რე ბნელ და გან­მარ­ტო­ე­ბულ ად­გი­ლას იპო­ვეს.

გო­გო­ნას მო­ძებ­ნის სა­მუ­შა­ო­ებ­ში, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მთე­ლი უბა­ნი იყო ჩარ­თუ­ლი. რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ ნა­პოვ­ნი მო­ზარ­დის გა­დარ­ჩე­ნა ად­გილ­ზე მი­სულ­მა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ექი­მებ­მა ვერ შეძ­ლეს.

  • რა ვი­თა­რე­ბა­ში გა­უ­ჩი­ნარ­და გო­გო­ნა?

ანას ბა­ბუ­ის, მა­ნუ­ჩარ დვა­ლის თქმით. ბავ­შვი სა­ღა­მოს 9 სა­ა­თის­თვის დე­ი­დაშ­ვილ­თან ერ­თად სა­თა­მა­შოდ გა­ვი­და სკვერ­ში. მას შემ­დეგ, რაც მშობ­ლე­ბი შვილ­თან მო­ბი­ლუ­რით და­კავ­ში­რე­ბას ვერ ახერ­ხებ­დნენ, და­ი­წყეს მისი მო­ძებ­ნა.

  • აღე­ნიშ­ნე­ბო­და თუ არა ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არას­რულ­წლო­ვანს?

ამ კი­თხვა­ზე ამ დრომ­დე ორი ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ვერ­სია ვრცელ­დე­ბა. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მათ შო­რის ბე­ბია და ბა­ბუა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ ანა მოკ­ლუ­ლია.

"ბავ­შვი სა­თა­მა­შოდ იყო გა­სუ­ლი და გა­უ­ჩი­ნარ­და. შუ­ა­ღა­მეს ვნა­ხეთ "გა­რა­ჟებ­თან", გა­გუ­დუ­ლი, ყელ­ზე ნა­კაწ­რე­ბი ჰქონ­და... იქვე ნა­ღე­ბი­ნე­ბი იყო, სა­ხე­ზე კი მიწა ჰქონ­და. რო­გორ აღ­მოჩ­ნდა ბავ­შვი იმ მი­ფა­რე­ბულ ად­გი­ლას?! ან რა­ტომ ჰქონ­და ყელ­ზე ნა­კაწ­რე­ბი? ყვე­ლა­ფე­რი უნდა დად­გინ­დეს! რო­გორ უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ ცხოვ­რე­ბა?!" - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლი მო­ზარ­დის ბე­ბია ambebi.ge - სთან.

"მოკ­ლუ­ლია, აბა, ჯან­მრთელ ბავ­შვს რა და­ე­მარ­თე­ბო­და. ავად­მყო­ფი არ იყო და არა­ფე­რი....სა­თა­მა­შოდ გა­ვი­და, დე­ი­დაშ­ვილ­თან, სა­დღაც 9 სა­ათ­ზე გა­ვი­და სახ­ლი­დან, ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში რომ არ ამო­ვი­და, და­ი­წყეს რეკ­ვა, რომ არ უპა­სუ­ხა, ძებ­ნა და­ი­წყეს. გახ­და 10, 11 სა­ა­თი... მეც გა­მა­გე­ბი­ნეს, აგერ ვცხოვ­რობ, მე­ზო­ბელ კორ­პუს­ში. ამა­სო­ბა­ში თქვეს იპო­ვე­სო, მაგ­რამ აღარ იყო ჩემი ანუშ­კი... ვე­ღა­რა­ფე­რი ვუშ­ვე­ლეთ. ბავ­შვს თან ჰქონ­და მო­ბი­ლუ­რი, რო­მე­ლიც ამ დრომ­დე ნა­პოვ­ნი არ არის, გა­მორ­თუ­ლია, რომ ვრე­კავთ. ზუს­ტად არა­ფე­რი ვი­ცით, და­ად­გე­ნენ იმე­დია ყვე­ლა­ფერს..." - გვი­თხრა მა­ნუ­ჩარ დვალ­მა.


  • ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­კარ­გუ­ლი იყო ბავ­შვის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, მაგ­რამ ambebi.ge -ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ტე­ლე­ფო­ნი ნივთმტკი­ცე­ბად ად­გილ­ზე მის­ვლის­თა­ნა­ვე ამო­ი­ღეს. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­ლე­ფო­ნი იქვე ეგდო, სა­დაც ბავ­შვი იპო­ვეს.

გარ­დაც­ვლი­ლი მო­ზარ­დის ზო­გი­ერ­თი ახ­ლობ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექ­სპერ­ტი­ზი­სას, ბავ­შვს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ვერ აღ­მო­უ­ჩი­ნეს. მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ანას გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი კვე­ბი­თი ას­ფიქ­სია გახ­და. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ბავ­შვი საკ­ვებს მი­ირ­თმევ­და, გა­დას­ცდა და გა­ი­გუ­და.

  • რას აცხა­დე­ბენ სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში?

ბი­უ­როს სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დე­პარ­ტა­მენ­ტში 12 წლის მო­ზარ­დის გვა­მის გა­მოკ­ვლე­ვა დას­რუ­ლე­ბუ­ლია.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი კვლე­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ დად­გინ­დე­ბა.

"ამ­ჟა­მად, აღე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ნი­მუ­შე­ბი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის­თვის. ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის დას­რუ­ლე­ბის შე­დე­გად უკვე მთლი­ა­ნად შე­ჯამ­დე­ბა არ­სე­ბუ­ლი სუ­რა­თი და გა­ი­ცე­მა დას­კვნა. რო­გორც კი ყვე­ლა კვლე­ვა დას­რულ­დე­ბა და სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი დად­გინ­დე­ბა, ეც­ნო­ბე­ბა დამ­ნიშ­ნავს, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ეს არის გა­მო­ძი­ე­ბა”, - გა­ნა­ცხა­დეს ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში.

ამას­თან, ცხე­და­რი უკვე სახ­ლშია გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ოჯახ­მა სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს გო­გო­ნას გაკ­ვე­თის უფ­ლე­ბა არ მის­ცა.

"ჩემს დის­შვილს რომ უთხრეს, უნდა გავკვე­თო­თო, გა­გიჟ­და, ბავ­შვი არ გა­მიკ­ვე­თო­თო, პა­ნი­კა­შია. საღ-სა­ლა­მა­თი ბავ­შვი გა­გუ­დუ­ლი ვნა­ხეთ ბუჩ­ქებ­ში და დას­კვნა მარ­ტი­ვია - ვი­ღა­ცის ძა­ლა­დო­ბა. ასე­თი უბე­დუ­რე­ბა დაგ­ვე­მარ­თა. და­ვი­ღუ­პეთ," - თქვა მა­ნუ­ჩარ დვალ­მა.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას შემ­დეგ, რაც ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა და ამას სა­ვა­რა­უ­დოდ, რა­დე­ნი­მე დღე დას­ჭირ­დე­ბა, შე­საძ­ლოა, მუხ­ლი გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დეს.

ახლა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­მო­ძი­ე­ბას სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით აწარ­მო­ებს, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

გთხოვთ გააზიაროთ სტატია